თეგებით ძიება

24 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - აქტიურად შეუდექით საქმეების მოგვარებას. ემოციური ხართ მოვლენების მიმართ. გაერიდეთ ადამიანებს, რომლებიც გაღიზიანებენ. მოერიდეთ მათთან კონფლიქტს.

კურო - ახალი პროექტების განხორციელება ფულს მოითხოვს და დახმარებისთვის ახლობლებს მიმართეთ. ზოგჯერ პირფერობასაც უნდა მიმართოთ, როცა საჭიროა.

ტყუპი - ოპტიმისტურად შეხედეთ მოვლენებს. ექსკურსიისთვის თანამედროვე მეგაპოლისების ნაცვლად ისტორიულ-კულტურული ადგილები მოინახულეთ.

კირჩხიბი - მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის ნაცნობ გარემოში, თქვენი საყვარელი ადამიანების გვერდით. დაფიქრდით, რომ მომავალი ახლოსაა და მას მომზადებული, ახალი იდეებით უნდა შეხვდეთ.

ლომი - დასვენება და განტვირთვა გჭირდებათ, მაგრამ დღეს უნდა იმუშაოთ. უფრო მეტიც, კოლეგებთან ერთად მომავლის პროექტები ჩამოწეროთ.

ქალწული - დღევანდელ დღეს ისეთ ადამიანებთან გაატარებთ, ვისგანაც ბევრს ისწავლით. იყავით დაკვირვებული და მხიარულ განწყობაზე. საინტერესო მოვლენები ხდება თქვენს ცხოვრებაში და უნდა შეამჩნიოთ.

სასწორი - ადამიანი, რომელსაც ადრე ვერ ამჩნევდით, დღეს ვალდებულებების მოგვარებაში დაგეხმარებათ. საერთო საქმემ შეიძლება დაგაკავშიროთ.

მორიელი - თუ ხვდებით, რომ ტყუით, აღიარეთ ან აღარ ამტკიცოთ თქვენი. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები და კარგად გაანალიზეთ პლუს-მინუსები.

მშვილდოსანი - კვლევის, განხილვების დღეა. როცა საქმე ვნებებს ეხება, ინტუიციას უნდა ენდოთ. მოთოკეთ უარყოფითი ემოციები.

თხის რქა - ყველა ადამიანი თავისებურად კარგია. ნაკლები დრო დაუთმეთ მათთან კონფლიქტს და მეტი - საქმეების დასრულებას. დახმარებისთვის გამოცდილ მეგობრებს მიმართეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ნუ ჩახლართავთ.

მერწყული - ცვლილებების დღეა და თუ თქვენს ცხოვრებაში დიდი ხანია მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, უნდა გააქტიურდეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან.

თევზები - პოზიტიური ენერგიიის მოზღვავებას იგრძნობთ. ნუ გაბრაზდებით, ცხოვრებამ შეიძლება ისეთ საქმეებს და ადამიანებს შეგახვედროთ, რაც თავიდან არ მოგეწონებათ, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ მიხვდებით, რომ სწორედ ეს გამოცდილება გჭირდებოდათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა