თეგებით ძიება

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც პირველი სიყვარულში არ უნდა გამოუტყდეთ

ამბობენ, რომ სიყვარულში არსებობს გარკვეული თამაშის დინამიკა და მონადირის ინსტინქტი. იმასაც ამბობენ, რომ ადამიანების დიდ ნაწილს არ ხიბლავს იოლი ნადავლი. ეს განსაკუთრებით ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ეხებათ. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ არც ქალბატონები ჩამორჩებიან მამაკაცებს "კატა-თაგვობანას" თამაშს სიყვარულში. არსებობს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულთა კონკრეტული "შავი სია", ანუ ის ხალხი, რომელსაც არასოდეს უნდა გამოუტყდეთ სიყვარულში პირველად.

ვერძი - ვერძები ბუნებით აზარტული მოთამაშეები არიან. მათ ყველაფერი მალე ბეზრდებათ, მით უმეტეს ის, რასაც იოლად იგდებენ ხელში. ამიტომ ვერძთან ურთიერთობაში აუცილებლად შეინარჩუნეთ მიუწვდომელის იმიჯი და მოსანადირებელი
"ნადავლის" სტატუსი. ამ ადამიანმა ვერ უნდა შეძლოს თქვენი საბოლოოდ დასაკუთრება და დამონება.


სასწორი - ზოდიაქოს ყველაზე მერყევი და წინააღმდეგობრივი ნიშანია. სასწორმა არასოდეს იცის ზუსტად რა უნდა ან უნდა თუ არა საერთოდ რამე. ამიტომ ურთიერთობაში ძალიან დიდი ხნის მანძილზე იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. სასწორის სიმპათიის დამსახურება თუ გსურთ, ის არ უნდა დააჩქაროთ. იმიტომ რომ ულტიმატუმების დროს ეს ადამიანი საოცრად ჯიუტი ხდება. ამასთან ერთად, არც ბოლომდე უნდა გაუხსნათ "კარტები", იოტისოდენი ეჭვი მაინც უნდა ეპარებოდეს თქვენს სიყვარულში, რომ სურვილი არ დაკარგოს თქვენი გულის მოსაპოვებლად.


მშვილდოსანი - ზოდიაქოს ზემოჩამოთვლილ ნიშნებს შორის ალბათ ყველაზე უფრო აზარტულია. მშვილდოსანი მითური კენტავრის ანალოგიაა და ყოველთვის მზად აქვს ისრები ახალ-ახალი მსხვერპლის მოსანადირებლად. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთან, თავი დისტანციაზე უნდა დაიჭიროთ და ყოველთვის მიანიჭოთ მას საკმარისი დამოუკიდებლობა. მშვილდოსნები სიყვარულში მეგობრობას ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, შესაბამისად, ზედმეტად ემოციური, სულსწრაფი და ეჭვიანი ადამიანი მათ არ შეეფერებათ.











წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა