თეგებით ძიება

ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: „ვის გაუუმჯობესდება ცხოვრება? ვის მოუწევს საიდუმლო საქმეების მოგვარება?"

13 ოქტომბერს სავსემთვარეობას ველოდებით. ამ დღეს და პლუს-მინუს ორ დღეს ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, მოერიდეთ ინვესტიციებს, მნიშვენლოვან საქმეებს და ოპერაციებს. სავსემთვარეობი შემდეგ კარგია ორგანიზმის გაწმენდა, პროფილაქტიკური პროცედურების ჩატარება.


პირველიდან 12 ოქტომბრამდე მზარდი მთვარე გველის. ამ პერიოდში კარგია ინვესტიციები, ხელშეკრულებების, ფინანსური დოკუმენტების გაფორმება.


ვერძი

მშობლებო, გააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან. ეცადეთ, მათი კეთილგანწყობა მოიპოვოთ. კარგი იქნება, თუ ფანტაზიას გამოავლენთ და ოჯახურ ტრადიციებს აღადგენთ ან ახლებს ჩაუყრით საფუძველს.

თვის დასაწყისში ელიტური წვეულებები განწყობას გაგიუმჯობესებთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ეჭვიანობის გამო ურთიერთობის დაძაბვას. ქაოსი პირად ცხოვრებაში ხელს შეგიშლით ბიზნესის წარმოებსა და სამსახურის საქმეების მოგვარებაში. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გულის თქმა არ მოგატყუებთ. ათი ოქტომბრისთვის საქმეები გაიუმჯობესდებათ. ცხოვრებაც დაგიმშვიდდებათ. შუა თვითად ბოლომდე პროფესიულ საქმეებს უნდა მიხედოთ. შეიძლება არამარტო ფინანსური არამედ ემოციურ მხარდაჭერაც დაგჭირდეთ. თუ საყვარელი ადამიანის ჭირვეულობას დააკმაყოფილებთ, ურთიერთობაში ჰარმონია და რომანტიკა დაისადგურებს. თვის ბოლოს ხშირი შეხვედრები და საიდუმლო საკითხების მოგვარება გელით.


კურო

მარტოხელა კუროებს მოსალოცად გაქვთ საქმე, ოქტომბერში მყარ კავშირში შექმნით. მშვიდი და გაწონასწორებული თვე გელოდებათ. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოაგვარებთ რთულ საკითხებსაც კი.
თვის დასაწყისში შინაგან თავისუფლებსა და ემოციურ სტაბილურობას იგრძნობთ. თვის პირველ ათ დღეში გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, საოჯახო საქმეებს ადვილად მოაგვარებთ. 10 რიცხვისთვის გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ბიზნესმენებს ფულადი მოგება ელით. თვის მეორე ნახევარში მოერიდეთ ზედმეტ გულახდილობას და ფულის ფლანგვას. აგრეთვე, თავი შეიკავეთ უცხო ადამიანების მიმართ კრიტიკული შენიშვნებისგან. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მასთან ერთად მსუბუქი და საინტერესო გახდება ცხოვრება.


ტყუპი

დაქორწინებულებს ახალი ხანმოკლე რომანტიკული თავგადასავალი ელით ოჯახს მიღმა. შეიძლება სწორედ ამ კავშირის მერე დააფასოთ თქვენი მეუღლე. თვის დიდ ნაწილს მეგობრებთან, ნათესავებთან შეხვედრებში, სასიამოვონოდ გაატარებთ.
თვის პირველ დეკადაში გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შეყვარებულთან. მიიღებთ კომპლიმენტებსა და შექებას. ხშირად მოაწყობთ შინაურ წვეულებას, დაესწრებით კულტურულ ღონისძიებებს. ზოგიერთი ბუდის განახლებას, მის მოდერნიზებას გადაწყვეტს. გაგიუმჯობესდებათ ემოციური ფონი. შუა თვეში მეტად დაფიქრდით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. გაურკვევლობები მშვიდად მოაგვარეთ. კამათი არაფერში გჭირდებათ. 20 რიცხვიდან დაელოდეთ ფულის შემოდინებას. თვის ბოლო 7 დღე თქვენგან განსაკუთრებულ დაკვირვებულობას ითხოვს.


კირჩხიბი

გაინებივრეთ თავი თბილი სასმელებით. მიიღეთ სასარგებლო პროდუქტები, რათა ენერგიითა და ვიტამინებით აივსოთ.
10 რიცხვამდე დაუთმეთ დრო ძალების აღდგენას და ემოციურ და ფიზიკური ძალების მოძლიერებას. გაინებივრეთ თავი წვრილმანებით. გამონახეთ დრო საყვარელი საქმისთვის. მთების გადადგმის სურვილი 11 ოქტომბრიდან გაგიჩნდებათ. ამავე პერიოდში სასიხარულო ამბავსაც შეიტყობთ. თვის მეორე დეკადაში დაისახეთ კონკრეტული მიზნები და მოემზადეთ აქტიური პოზიციის დაკავებისთვის. შეიძლება მოიმატოს გაუგებრობამ გარშემო მყოფებში. მეტად გამოავლინეთ დიპლომატიური ნიჭი. თვის ბოლოს სიფრთხილე მართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას, ფასიანი ქაღალდების გაფორმებისას.


ლომი

ქრონიკული დაავადებები შუა თვეში შეგახსენებენ თავს. საბედნიეროდ, მეგობრები არ მიგატოვებენ და კარგი სპეციალისტის დახმარებით გამოჯანმრთელდებით.
ასტროლოგები წლის მანძილზე ყველაზე წარმატებულ თვეს გიწინასწარმეტყველებენ. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, მივლინება, საქმიანი მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების გაფორმება გელით. მეტად გამოავლინეთ
თქვენი ორატორული ნიჭი. გაურკვევლობების გამო რომ არ ინერვიულოთ, დაფიქრებულად იმოქმედეთ. თვის მეორე დეკადაში ფული მოზომილად ხარჯეთ. წამიერი სიამოვნებისთვის დიდ თანხას ნუ გაფლანგავთ. საყვარელ ადამიანს თქვენთვის ცუდი არ უნდა და ამას რაც უფრო ადრე მიხვდებით, მით ნაკლები უსიამოვნება გელით. მარტოხელების შუა თვეში რომანტიკული ნაცნობობა იმედგაცრების მეტს არაფერს მოუტანს. ფორტუნა მხოლოდ თვის ბოლოს გაგიღიმებთ. ეს პერიოდი დაუთმეთ დასვენებას, ჰობის, მეგობრულ და ნათესაურ შეხვედრებს.


ქალწული

ვალების (ფინანსურიც) გასტუმრების თვე დაგიდგათ.
ნებისმიერ შემოთავაზებას დათანხმდით, რაც მატერიალურ მდგმარეობას გაგიუმჯობესებთ. საბედნიეროდ, ხარჯი არ მოიმატებს. თვის დასაწყისი საოჯახო საქმეების მოგვარებას და ახლობლებთან ურთიერთობის დარეგულირებას დაუთმეთ. 5 რიცხვში შეიძლება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთოთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. მეგობრებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. მომავალში თქვენც დაგჭირდებათ მათი დახმარება. შუა თვეში საბედისწერო შეხვედრაა მოსალოდნელი. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა ბედნიერება რომ არ გაგექცეთ. ბოლო დეკადაში წარმატება გელით ბიზნესსა და კარიერაში. ამასთანავე, სამუშაო მოგემატებათ და თავისუფალი დრო სულ ცოტა დაგრჩებათ.


სასწორი

თვის დასაწყისში ან ახალი სამსახური გამოგიჩნდებათ, ან ახალ თანამდებობაზე გადახვალთ. მომავალში უსიამოვნებები რომ აიცილოთ, თავიდანვე გაარკვიეთ თქვენი ვალდებულებები და მოთხოვნები.
თვის მეორე დეკადაში ფორტუნა გამარჯვებას გპირდებათ და მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. გარშემო მყოფები კომპლიმენტებით აგავსებენ. შუა თვეში განმარტოება, სიმშვიდე და საკუთარ თავში გარკვევა მოგინდებათ. უმეტესობა რომანტიკასა და სინაზის ნაკლებობას განიცდი. ნუ დანაღვიანდებით, ამ პერიოდში შეიძლება საიდუმლო სასიყვარულო კავშირი გააბათ. თვის ბოლოს მიზანმიმართული და გამარჯვებაზე მომართული შეხვდებით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური შემოსავალი.


მორიელი

ოქტომბერში გაუფრთხილდით საკუთარ თავს. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, სპორტს. ტრავმული პერიოდია.
მართალია, განმარტოება და დასვენება გესაჭიროებათ, მაგრამ თვე საინტერესო შეხვედრებითა და მიწვევებით დაიწყება. თვის დასაწყისში დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნებები საქმიან პარნიორებთან და ოჯახის წევრებთან. განსაკუთრებით 3 ოქტომბერს. 9-ში კი სიფრთხილე გმართებთ ახალ წამოწყებებსა და ფინანსურ ოპერაციებში. თვის მეორე ნახევარში თქვენი მოსაგვარებელი იქნება სამსახურის საქმეებიც და საოჯახოც. იყავით გონიერი ლიდერი. თვის ბოლოს საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და მეტად მოიმატებს თვითრწმენა.


მშვილდოსანი

ოქტომბერი თავს დაგამახსოვრებთ, როგორც წლის ყველაზე ჰარმონიული პერიოდი. მინიმალური კონფლიქტი გელით მეორე ნახევართან.
მეგობრებთან, თანამოაზრეებთან შეხვედრების, მხიარულების პერიოდია. სამსახურში რთულ საკითხებსაც კი მარტივად გაართმევთ თავს. 3-4 ოქტომბერს მნიშვნელოვან ადამიანებს შეხვდებით და მეტად გამოავლინეთ თქვენი ხასიათის საუკეთესო თვისებები. 9-10-ში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. თვის მეორე დეკადაში ახალგაცნობილი ადამიანი საიმედო თქვენი მეგობარი გახდება. აგრეთვე ამ პერიოდში გელით რომანტიკული ნაცნობობა, აქტიურობა ფინანსურ სფეროში. მესამე დეკადაში მეტად დაუგდეთ ყური ახლობელების რჩევებს. თვის ბოლოს გამონახეთ დრო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. გარშემო მყოფებზე ზრუნვა და ინიციატივის აღება ხშირად მოგიწევთ.


თხის რქა

მეტად მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ თვითმკურნალობას და მიმართეთ სპეციალისტს.
ურთიერთობების - საქმიანი და სასიყვარულო გაუმჯობესების თვეა. ზოგიერთი სამსახურის საქმეებში თავით გადაეშვება. მეტად დააკვირდით კომპანიონებს. თვის პირველი დეკადის ბოლოს გამონახეთ დრო მეგობრებთან ერთად გართობისთვის. ამავე პერიოდში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ვალების გასტუმრებას შეძლებთ. თვის მეორე ნახევარში გაგიუმჯობესდებათ განწყობა. თვის ბოლოს საყვარელ ადამიანთან ერთად მოაგვარეთ საოჯახო საქმეები, ერთად იშოპინგეთ.


მერწყული

ფინანსურად მოძლიერდებით. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. ზოგიერთი კრედიტის აღებას და სურვილების ასრულებას შეძლებს.
ხანმოკლე მოგზაურობა და ახალი ან საყვარელი ადგილების მონახულება განწყობას გაგიუმჯობესებთ. ჰარმონია დაისადგურებს მეგობრულ კავშირებში. მხიარული შეხვედრები გელით. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეორე ნახევართან. მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. თვის ბოლოს შეიძლება ინტიმური უსიამოვნებები შეგექმნათ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე 20 ოქტომბრისთვის დაასრულეთ. ამ პერიოდიდან დასვენების, ამოსუნთქვის, ენერგიის დაგროვების ეტაპი გეწყებათ. თვის ბოლოს პროფესიულ სფეროში წარმატებას მიაღწევთ.


თევზები

თვეს მხიარულად გაატარებთ. ახალ მეგობრებს გაიჩენთ. დაოჯახებულები ბუდის განახლება-მოწყობას შეძლებენ.
ახალ საქმეებს დაკვირვებითა და გააზრებულად მიუდექით. იყავით დაკვირვებული და მეტად გამოავლინეთ ლავირების უნარი. განსაკუთრებით, როცა საქმე საოჯახო და ფინანსური საკითხების მოგვარებას ეხება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. 10 ოქტომბრისთვის ხშირად შეხვდით მეგობრებს, დაესწარით კულტურულ და საზოგადოებრივ წვეულებებს. ახალ კლიეტებთან და კომპანიონებთან ახალი კავშირები შექმენით. თვის მესამე დეკადაში გადახედეთ საინტერესო შემოთავაზებებს. 25 ოქტომბის შემდეგ კარგი პერიოდი დაგიდგებათ. თავისუფლად მოქმედებისა და პრობლემების მოგვარების დრო დგებს.











წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა