თეგებით ძიება

შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა სახლში დაგროვილი უარყოფითი ენერგია

როცა სახლში უარყოფითი ენერგია გროვდება, ადამიანი თავს დაძაბულად გრძნობს, თითქოს არც სურს შინ დროის გატარება, მუდმივად სადღაც გარბის. სახლში მისული დაღლილობას გრძნობს და მოუსვენრადაა.

როგორ გავიგოთ, რომ ბინა უნდა გავწმინდოთ?

სახლში ყოფნისას უჩვეულო გრძნობები - შიში, შფოთი, გაღიზიანებულობა, მოთენთილობა - გიპყრობთ.
ბავშვები ზედმეტად ჭირვეულები ხდებიან, შინაური ცხოველები თავს აფორიაქებულად გრძნობენ.
ბინაში მუდმივად ისმის ჭრიალის, კაკუნის ხმა. მუდმივად ტყდება ან იკარგება ნივთები.
ვერ ახერხებთ საოჯახო საქმეებზე კონცენტრირებას. მუდმივად პრობემებს ხედავთ ყველგან.
ვერ პოულობთ სახლში სიმშვიდეს.
ვერ ახერხებთ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას. თითქოს რაღაც ჭაობში
გითრევთ.


როგორ გავწმინდოთ სახლი უარყოფითი ენერგიისგან?

მარტივი და ეფექტური საშუალება არსებობს. თუ 2-3-ჯერზე დადებით ცვლილებას ვერ იგრძნობთ, ე.ი. საქმე უარყოფით ენერგიაში არ ყოფილა.

გაწმენდა ზღვის მარილით

დაგჭირდებათ: 2 სადილის კოვზი ძმარი
2-3 ს/კ ზღვის მარილით
1 ჭიქა წყალი
4 წვეთი სალბის ზეთი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მიხაკით ან საკმეველით).


ინსტრუქცია

ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და გააჩერეთ. თითო ოთახისთვის რამდენიმე ჭიქა დაგჭირდებათ. ეცადეთ, ჭიქებს არავინ შეეხოს.
თუ ჭიქაში წყალი არ შეიცავალა, ოთახში უარყოფითი ენერგია არაა. ხოლო თუ იცვალა ფერი, ტექსტურა, გადაღვარეთ წყალი ბინიდან შორს (არავითარ შემთხვევაში არ ჩაღვაროთ უნიტაზში), ქუჩაში, სახლიდან 10 მეტრის მოშორებით. და გაიმეორეთ პროცედურა, სანამ ჭიქაში სუფთა წყალი არ დარჩება.
წყლიანი ჭიქა ოთახებში რამდენიმე კვირით შეგიძლიათ გააჩეროთ. შეასრულეთ ეს წესი და დარწმუნდებით, როგორ იცვლება ატმოსფერო თქვენს ბინაში. სასურველია, თვეში ერთხელ გააკეთოთ ეს გამწმენდი რიტუალი და უარყოფითი ენერგია თქვენს ბინაში აღარ დაიბუდებს.


მოამზდა რუსუდან გელაშვილმა.












წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა