X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
რატომ არიან ადამიანები ღია ფერის თვალით ვარსკვლავების რჩეულები? - ასტროლოგთა პასუხი
  • რატომ არიან ადამიანები ღია ფერის თვალით ვარსკვლავების რჩეულები? - ასტროლოგთა პასუხი

    ხალხური თქმულებების თანახმად, ადამიანის თვალის ფერი დიდწილად განაპირობებს მისი ხასიათის სპეციფიკურ თვისებებს. ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული კი მწვანეთვალება ან ისფერთვალა ადამიანები არიან - ეს იმიტომ, რომ მათი თვალის ფერი ერთდროულად ორი ფერის ნაზავია, ამიტომ ისინი, როგორც წესი, მრავალმხივები და საინტერესოები არიან.

    ღია ფერის თვალს მქონე ადამიანებს ახასიათებთ ორგვარი ენერგეტიკის თავსებადობა, მათში არის როგორც დონორის, ისე ენერგოვამპირის პოტენციალი. ზუსტად ამიტომ არიან ისინი ძალზე სიცოცხლისუნარიანები, ჯიუტები, პრინციპულები, მიზანსწრაფულები, მებრძოლები. მათი უმრავლესობა ისახავს მიზანს და ჯიუტად მიიწევს წინ.

    ადამიანები, რომელთაც მწვანე ან ცისფერი თვალები აქვთ ავტორიტეტით სარგებლობენ გარშემო მყოფებს შორის. არიან კარგი ორგანიზატორები. ხშირად გვხვდებიან ლიდრეულ პოზიციებზე, თუმცა ბევრი მათგანი სულაც არ ილტვის ლიდერობისკენ რეალურად. ამ ხალხს არ სჭირდება ლიდერობა, თუმცა სურთ, რომ გარშემო მყოფებს პატივისცემა გააჩნდეთ მათი პერსონის მიმართ.

    ისინი საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალები არიან. გადაწყვეტილების მიღებისას გონებასა და გულს ერთნაირად უგდებენ ყურს. რთულ სიტუაციებში ყოველთვის პოულობენ გამოსავალს. ცხოვრებას რეალისტურად უყურებენ. კომუნიკაბელურები არიან, თუმცა მათი ჭეშმარიტი ბუნების ამოცნობა ყველაზე ახლო მეგობრებსაც არ შეუძლიათ. დღეს ერთნი არიან, ხვალ - სხვა. აქვთ შესანიშნავი ინტუიცია, მათ შორის ბევრი წინასწარმეტყველი და ექსტრასენსი გვხვდება. ამ ხალხს შესანიშნავად შეუძლია სხვებით მანიპულირება, თუმცა ამას ხშირად დიპლომატიური გზით აკეთებენ. ამაყები და ამბიციურები არიან. თუმცა გარეგნულად ყოველთვის ინარჩუნებენ თავმდაბლობას.

    პირად ურთიერთობებში ემოციური ახასიათებთ მიჯაჭვულობა პარტნიორის მიმართ და საკმაოდ ერთგულებიც არიან თუ ვინმე შეიყვარეს. ისინი პრეტენზიულები არიან მეორე ნახევრის არჩევანში, ამიტომ ზოგჯერ მთელ ცხოვრებას ატარებენ სულით მონათესავე ადამიანის ძებნაში. ამ ხალხს ხშირად ადარებენ კატას - გარეგნულად ცივები და თავნებები, შინაგანად მოსიყვარულეები არიან. თუმცა, მხოლოდ მათთვის, ვისაც გულის კარი გაუღეს.















    წყარო:astrologi.ambebi.ge
    348 ნახვა
    Загрузка...
    30-09-2019, 04:17
    Загрузка...