თეგებით ძიება

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

ვერძი
სიყვარული - რაც უფრო სიმყუდროვე იქნება თქვენს სახლში მით მეტად დაისადგურებს ჰარმონია ურთიერთობაში. ზოგიერთი საძინებელში ინტერიერის შეცვლას გადაწყვეტს. ფინანსები და კარიერა - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. მათი დახმარებით განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ. კარგი პერიოდია კონსულტაციებისა და მოლაპარაკებებისთვის. ჯანმრთელობა - შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ეს შეიძლება იყოს გურუ, ექიმი, მწვრთნელი.

კურო
სიყვარული - ფერმა შეიძლება ჰარმონია მოგიტანოთ. ჩაცმულობასა და ინტერიერში იისფერი გამოიყენეთ. საყვარელ ადამიანს მეტად შეუქმენით სიმყუდროვე. როცა მასთან ხართ, მობილურიც კი გამორთული უნდა გქონდეთ.
ფინანსები და კარიერა - სამშაბათს სარისკო საქმეებში ჩართვა მოგინდებათ. გაფრთხილდით, თუ საქმე ფინანსებს შეეხება და პროექტში თქვენი ფული უნდა ჩადოთ. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის. მოერიდეთ საკადრო ცვლილებებს.
ჯანმრთელობა - დაკავდით გამაჯანსაღებელი პროცედურებით. გაუფრთხილდით ღვიძლს.

ტყუპი
სიყვარული - ექსპერიმენტებისა და ხალისის პერიოდი დაგდგათ. მოწყენილობა გაივლის, თუ მუსიკას ჩართავთ და პარტნიორს ააცეკვებთ. პატარ-პატარა სიხარულები ბედნიერებას მოგიტანთ.
ფინანსები და კარიერა - გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოთ. სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. უნდა იყოთ თამამი, თუ, რა თქმა უნდა, იცით რასაც აკეთებთ. კვირის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია ხელშეკრულებების გასაფორმებლად და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.
ჯანმრთელობა - გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. ჯანმრთელობის მხრივ საფრთხე არ გელით.

კირჩხიბი
სიყვარული - წარუმატებლობის მიზეზი ისაა, რომ საკუთარ თავში დარმუნებული არ ხართ. ეცადეთ, რეპლიკებით არ გააღიზიანოთ პარტნიორი.
ფინანსები და კარიერა - კვირის დასაწყისში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დაგროვილ საქმეებს ვერ გაუმკლავდებით, მაგრამ კვირის ბოლოს მიხვდებით, რომ უამრავი ვალებულება შეასრულეთ. იმოქმედეთ სწრაფად და არასტანდარტულად. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან საქმეების დაწყებას.
ჯანმრთელობა - ამინდის ცვლილებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოთ თქვენს განწყობასა და სახსრებზე.

ლომი
სიყვარული - საყვარელ ადამიანს კომპლიმენტების გარეშე ნუ დატოვებთ. შეაქეთ უმნიშვნელო წვრილმანის გამოც კი. ზოგიერთი წყვილი ერთად გადაწყვეტს ვარჯიშს და წონის დაკლებას.
ფინანსები და კარიერა - რასაც ჩაიფიქრებთ მარტივად განახორციელებთ. კარგი პერიოდია ახალი პროექტების დასანერგავად. უფროსთან ერთად განიხილეთ პრობლემები და ერთად ეცადეთ მათ მოგვარებას. კლიენტების სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ.
ჯანმრთელობა - არ გადაიტვირთოთ, მეტად დაისვენეთ. კარგია გამაჯანსაღებელი პროცედურები და ვარჯიში.

ქალწული
სიყვარული - თუ გსურთ, რომ საყვარელ ადამიანს ასიამოვნოთ, გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან და ნუ გადატვირთავთ კუჭს.
ფინანსები და კარიერა - დიპლომატიურად წარმართეთ მოლაპარაკება იმ ადამიანებთან, ვისზეც თქვენი კომპანიის განვითარებაა დამოკიდებული. ზოგიერთი ოფისს ახალი ავეჯითა და ტექნიკით ან რემონტით გაახალისებს.
ჯანმრთელობა - ნუ ჩაიციკლებით ნეგატივზე, ეს განწყობაზეც მოქმედებს. ყურადღება მიაქციეთ თმას.

სასწორი
სიყვარული - ახალგაცნობილს სპონტანურ სექსზე ნუ დათანხმდებით. შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ. ეცადეთ, ინტელექტუალურად უფრო იყოთ მიმზიდველი პარტნიორისთვის და არა სექსუალურად.
ფინანსები და კარიერა - სამსახურში გასახალისებლად შეგიძლიათ ახალი მეთოდები გამოიყენოთ, ექსპერიმენტები ჩაატაროთ. კარგი პერიოდია ახალი მეთოდების დასანარგავად, ახალი სპეციალობების შესასწავლად.
ჯანმრთელობა - შეიძლება ანთებითმა პროცესებმა იჩინოს თავი. სიცხის უმნიშვნელო აწევის დროსაც კი მიმართეთ ექიმს.

მორიელი
სიყვარული - ადამიანს იმაზე კი ნუ ენდობით, რას ამბობს, დააკვირდით რას
აკეთებს თქვენთვის. გაიცანით მომავალი პარტნიორის მეგობრები და მოიძიეთ მასზე მეტი ინფორმაცია.
ფინანსები და კარიერა - მარტივად აიღებთ კრედიტს ან ვალს. ზოგიერთებს საკუთარი ბიზნესის დაწყება მოუნდებათ. ნუ აიგებთ ოცნების კოშკებს. უმჯობესია, იმუშაოთ. თუ გაღიზიანებული ხართ, კონფლიქტური სიტუაციების მოსაგვარებლად სხვა დრო შეარჩიეთ.
ჯანმრთელობა - შეიძლება გაგიმძაფრდეთ ქრონიკული დაავადებები. ამინდის ცვლილება განწყობაზეც აისახება.

მშვილდოსანი
სიყვარული - საყვარელი ადამიანის გული რომ მოიგოთ, მეტად მოსიყვარულე და მზრუნველი უნდა იყოთ. შეგიძლიათ უქმეებზე ქალაქგარეთ დაპატიჟოთ ან ერთად გაერთოთ.
ფინანსები და კარიერა - ორშაბათიდან კონტაქტებითა და საქმეებით დატვირთული კვირა დაგეწყებათ. ხუთშაბათი კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ნუ შეიცვლით დღის განრიგს.
ჯანმრთელობა - გადაღლილობა და სტრესი უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მეტად დაისვენეთ. ხელთ გქონდეთ საოჯახო აფთიაქი.

თხის რქა
სიყვარული - საყვარელ ადამიანთან ვერ გაიუმჯობესებთ დამოკიდებულებას თუ მუდმივად პრეტენზიები და საყვედურები გექნებათ. დაფიქრდით, თქვენ მოგეწონებოდათ ასე?..
ფინანსები და კარიერა - კვირის დასაწყისში მნიშვნელოვანი საკითხები დაგეგმეთ. კარგი პერიოდია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. ხელფასის მომატება მოითხოვეთ.
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით ფეხებს; ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი და არც ვარჯიშით გადაიტვირთოთ.

მერწყული
სიყვარული - თუ თავად არ მოინდომებთ, ვერავინ გაგიუმჯობესებთ ცხოვრებას. იყავით მეტად მოწადინებული, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ. თუ საჭიროა, ინიციატივაც უნდა გამოავლინოთ.
ფინანსები და კარიერა - უფროსობასა და პარტნიორებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. შეიძლება დაგაწინაურონ ან ხელფასი მოგიმატონ. კვირის წარმატებული დღეებია ხუთშაბათი და პარასკევი.
ჯანმრთელობა - ჯანმრთელობა რომ არ დაიზიანოთ, გამოცდილი მეთოდებით იმკურნალეთ და ზომიერად ივარჯიშეთ.

თევზები
სიყვარული - თუ საყვარელი ადამიანი არ გეხმარებათ განვითარებაში და მუდამ კრიტიკის ქარცეცხლში გატარებთ, დაფიქრდით, სწორად გყავთ პარტნიორი შერჩეული? ურთიერთობა მხოლოდ სექსი არაა.
ფინანსები და კარიერა - მოდერნიზაციისა და განახლების პერიოდია. ეს საქმეებსაც ეხება და პარტნიორებთან დამოკიდებულებასაც. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ, საჭირბოროტო საკითხები დიპლომატიურად მოაგვარეთ.
ჯანმრთელობა - მზე, სუფთა ჰაერი და წყალი, აი, რა გჭირდებათ სიმშვიდისა და დასვენებისთვის. გაუფრთხილდით შარდსასქესო ორგანოებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა