თეგებით ძიება

დომინანტი უნდა იყოთ თუ პასიური მამაკაცთან, იმისთვის რომ ურთიერთობა შედგეს? – ასტროლოგიური ეშმაკობა ქალებისთვის

ქართულ რეალობაში გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ძლიერი სქესის ყველა წარმომადგენელს აქტიური ქალები აღიზიანებს ასტროლოგიური გადმოსახედიდან, სიმართლეს აბოსლუტურად არ შეესაბამება. ამიტომ იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას თქვენი საყვარელი მამაკაცი შეგიძლიათ პასიური ან პირიქით აქტიური პოზიცია დაიჭიროთ მასთან ურთიერთობაში.

მამაკაცები რომელთაც ძლიერი ენერგეტიკის მქონე პლანეტები მართავენ - ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, მორიელი, თხის რქა - ურთიერთობაში დომინანტ და აქტიურ ქალს ნაკლებად იტანენ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია თავისუფლების ხარისხი. შესაბამისად, ქალი რომელიც ცდილობს საკუთარი თამაშის წესები დააკანონოს ურთიერთობის პროცესში ასეთი მამაკაცის ინტერესს ან საერთოდ არ გამოიწვევს ან ეს კავშირი ძალიან მალე დაიშლება, ქალის მხრიდან პირველივე მცდელობის შემდეგ თავის ჭკუაზე წაიყვანოს სიტუაცია.

შედარებით ლოიალურები არიან ქალის დომინანტურობისას შემდეგი ნიშნები: ტყუპი, მერწყული, კურო, ქალწული. მათთვის ხშირად მისაღებია სუსტი სქესის წარმომადგენლის მხრიდან ზომიერი ინიციატივის გამოვლენა. ამგვარი ჟესტით ისინი სტიმულს და მოტივაციას იძენენ რომ ურთიერთობა უფრო გააღრმავონ. ამასთან ერთად, მათი უმეტესობისთვის ხშირად თანასწორუფლებიანი პარტნიორული კავშირია მისაღები და მოსაწონი.


და ბოლოს მიესალმებიან ქალის მხრიდან ინიციატივას, დომინირებას და აქტიურობას კირჩხიბები, თევზები და სასწორი. ასეთ მამაკაცთან ძვირფასო ქალები არათუ სასურველი, ხშირად აუცილებელიც კია საკუთარ თავზე აიღოთ პირველი ვიოლინოს როლის თამაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა ან არ შედგება საერთოდ, ანაც მამაკაცის პასიური, „მომლოდინე“ პოზიციის გამო ვერ მიიღებს ლოგიკურ განვითარებას. ამიტომ თუკი თქვენი ინტერესის ობიექტი ზუსტად ამ სამი ზოდიაქოს ნიშანს შორის ხვდება თამამად იაქტიურეთ. კირჩხიბთან მზრუნველი დედის როლი მოირგეთ, თევზებთან „უდიპლომო ფსიქოლოგის“, ხოლო სასწორთან მაქსიმალური დიპლომატიის სწავლა მოგიხდებათ რომ „არც მწვადი დაწვათ, არც შამფური“.












წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა