თეგებით ძიება

ზოდიაქოს ყველა ნიშანი ერთ ბინაში რომ ცხოვრობდეს...

გაინტერესებთ, როგორი იქნება დილა, ვინ დაასწრებს ყველას ადგომას, ვინ დაიკავებს აბაზანას ყველაზე მეტხანს ან ვინ მოამზადებს საუზმეს?

6:00 - ქალწული დგება და შხაპის მიღებამდე აბაზანას რეცხავს. იხეხავს კბილებს, კბილების ჯაგრისს სტერილურ ჩანთაში დებს და მოშორებით ინახავს, რათა ვერავინ მიაგნოს.


6:15 - თხის რქა დგება და გამათბობელს თიშავს, ეკონომიაა საჭირო.


6:20 - მერწყული დილის გარბენს იწყებს.


6:30 - სასწორი და ლომი სარკის წინ დგანან და ცდილობენ, ერთმანეთს დამატენიანებელი კრემი და თმის გელი წაართვან.


6:40 - კურო სუპს მიირთმევს და შოკოლადს აყოლებს.


6:45 - მშვილდოსანი დგება და გამათბობელს რთავს.


7:00 - კირჩხიბი ბუტერბროდებს ამზადებს. ამ დროს ქალწული ახალ ხილის წვენს იმზადებს. ტყუპები ჯერ ისევ საწოლში ნებივრობს და სმარტფონში ელექტრონულ ფოსტას Facebook, Twitter და Instagram-ს ამოწმებს.


7:05 - მორიელს მოცდა მოსწყინდა და ცდილობს, სააბაზანოს კარი შეამტვრიოს - სასწორი საშინლად ნაწყენი გამოდის და ტუალეტისკენ მიემართება.


7:10 - ვერძი დგება და წამმზომს რთავს.


7:11 - ვერძი დაბლა ეშვება, ის დავარცხნილია, ჩაცმულია და მზადაა წასასვლელად. თიშავს წამმზომს.


7:15 - კურომ დაასრულა შოკოლადის მირთმევა და ცარიელი ქაღალდი მოჭმუჭნა. სუპიც მოათავა და ისევ ტკბილი უნდა.


7:20 - სასწორი და ლომი ისევ სარკის წინ ძიძგილაობენ, სახლიდან გასვლის წინ კიდევ ერთხელ სურთ საკუთარი თავის სარკეში დანახვა.


7:30 - მერწყული ცივ შხაპს იღებს, იმიტომ რომ თხის რქამ გამათბობელი ისევ გამორთო.


7:40 - ყველა მიდის.


7:45 - ტყუპები უკან ბრუნდება. თავისი სამი მობილურიდან ერთ-ერთი სახლში დარჩა.


7:50 - ტყუპები ისევ ბრუნდება. ამჯერად საფულე დაავიწყდა.


8:00 - თევზები დგება და ხვდება, რომ კარი დაკეტილია, გასაღები კი არ აქვს.















წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა