თეგებით ძიება

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - განსხვავებული მოსაზრების გამო მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. სამსახურის საქმეების პარალელურად შეიძლება ფლირტი გააბათ კოლეგასთან.

კურო - სილამაზის ყველას თავისებური აღქმა აქვს. ის რაც თქვენ მოგწონთ, სხვისთვის შეიძლება უგემოვნო იყოს და პირიქით. თამამად გამოახტეთ თქვენი აზრი, მაგრამ არ იჩხუბოთ.

ტყუპი - საქმეს კონფლიქტამდე ნუ მიიყვანთ. საღამო თქვენთვის სასიამოვნო ადამიანის გარემოცვაში გაატარეთ, მასთან, ვისთანაც გარკვეული საკითხები გაქვთ გასარკვევი.

კირჩხიბი - საქმიან პარტნიორებთან შეთახმებულად იმოქმედეთ, რათა ერთმა არასწორმა ნაბიჯმა კონფლიქტი არ გამოიწვიოს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ლომი - აუჩქარებლად და ყურადღებით იმოქმედეთ. მოერიდეთ ზედმეტ გამონათქვამებს. მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.

ქალწული - დილით რომანტიკული ემოციების გამო საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი მუსიკასა და პოეზიაში.

სასწორი - მარტივი საქმეები შეასრულეთ. ზედმეტ ვალდებულებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. სამსახურში გვიანობამდე ნუ დარჩებით, დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მორიელი - ყური დაუგდეთ თქვენთვის საინტერესო ადამინების რჩევებს. სასარგებლო რჩევებსაც მოისმენთ და იმასაც გაიგებთ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები. ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.

მშვილდოსანი - კარგი დღეა ახალი საქმეების დაწყებისა და რომანტიკული ნაცნობობისთვის. კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ ნებისმიერ ადამიანზე. საღამო მაღაზიებში შეიარეთ და გარდერობი განაახლეთ.

თხის რქა - ეს დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. ისინი ახალი იდეებით და ენერგიით აგავსებენ. თუ დილით საქმეები გაქვთ, საღამოს მეგობრებს შეხვდით.

მერწყული - ცხოვრების კარდინალურად შეცვლა, საქმეების მიტოვება და სადმე გამგზავრების სურვილი გაქვთ. შეიძლება ეგზოტიკურმა მუსიკამ ან ეგზოტიკურმა კერძმა ცოტა დაგამშვიდოთ და გაგიმრავალფეროვნოთ რუტინა.

თევზები - გამოგითავისუფლდებათ დრო და მას თქვენი სურვილით გაატარებთ. ადამიანზე, რომელიც მოგწონთ, წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა