X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
უმრავლესობა არასწორად ინახავს და მიირთმევს ყველს - ექსპერტის რჩევები
  • უმრავლესობა არასწორად ინახავს და მიირთმევს ყველს - ექსპერტის რჩევები

    ყველი თამამად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში ყველაზე მოხმარებად პროდუქტად. ასეულმილიონობით ადამიანი მიირთმევს მას ყოველდღიურად, თუმცა, უმრავლესობამ არ იცის, მისი შენახვისა თუ მოხმარების წესი.
    ბრიტანელი ედუარდ ჰენკოკი, ონლაინ ბრენდ The Cheese Geek-ის დამაარსებელი აცხადებს, რომ მსოფლიოს უმრავლესობა არასწორად ინახავს და ჭამს ყველს.

    "ყველის მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მისი ერთადერთი მოვალეობაა კარგად შეინახოს და სწრაფად ჭამოს ის," - აცხადებს ჰენკოკი.
    იგი სიამოვნებით იძლევა რჩევებს, რათა ამ გემრიელი ნაწარმის სრული გემოთი და არომატით დავტკბეთ.

    1. არასდროს შეინახოთ ყველი დიდხანს პოლიეთილენის ან პლასტიკურ სათავსში

    ყველმა დიდხანს უნდა შეინარჩუნოს არაჩვეულებრივი გემო, რომელიც მას დამზადების შემდეგ აქვს. მთავარი შეცდომა სწორედ მის პოლიეთილენის სათავსშ შენახვაა, თუ რა თქმა უნდა მისი ხშირი გამოცვლის შესაძლებლობა არ გაქვთ.

    "ყველის შენახვის მთავარი პრობლემაა, რომ ის არც უნდა გამოშრეს და არ უნდა ზედმეტად სველი იყოს. თუ ის გამოშრა, ყველი კარგავს გემოს, არომატს და ხასიათს, ხოლო თუ ზედმეტად სველ გარემოშია, მას შეიძლება ობი მოედოს, ან არასასიამოვნო არომატი და გემოც კი მიიღოს. ყველი უნდა სუნთქავდეს!" - აცხადებს ჰენკოკი.

    მისი თქმით, ყველის მწარმოებლები ხშირად ახვევენ მას პოლიეთილენში, მაგრამ როგორც წესი, ისინი ხშირდა ცვლიან ამ სახვევს და ხანდახან "პარსავენ" კიდევაც მას, რათა ის ფენა მოსცილდეს, რომელიც უშუალო შეხებაში იყო პლასტიკთან.

    "შესაბამისად, ჰენკონი აცხადებს, რომ სასურველია ყველის შენახვა და ტრანსპორტირება სპეციალური სახვევით უნდა მოხდეს. საუკეთესო ვარიანტად კი ფუტკრის ცვილი მიაჩნია. საფარმა უნდა მისცეს საშუალება ყველს ისუნთქოს და დაიცვას ის ზედმეტი ნესტისგან," - გვირჩევს ყველის ექსპერტი.

    2. არასდროს ჭამოთ მაციცრიდან გამოღებული ყველი პირდაპირ.

    "სადაც არ უნდა ინახავდეთ ყველს, აუციელბელია, რომ მისი ტემპერატურა ოთახის ტემპერატურას უნდა ემთხვეოდეს. მაცივრიდან გამოღებულ ყველს უნდა აცადოთ 20-30 წუთი, რომ მან სრული არომატი და გემო დაიბრუნოს. მაცივარში ყოფნისას ყველის საუკეთსო თვისებები სტაზისის პროცესშია. მაცივარში შენახვისას აუცილებელია ის დახურულ სათავსოში იყოს მოთავსებული. ამ ხერხით ის ნაკლებდ მშრალი იქნება და არც იმდენად გაიყინება," - აცხადებს ჰენკოკი.

    3. არასდროს გაყინოთ ყველი

    ზოგიერთი პროდუქტი გაყინვის დროს წარმატებით ინარჩუნებს მის საუკეთესო თვისებებს, თუმცა ეს ყველს არ ეხება. გაყინვის დროს რბილი და "სველი" ყველის სტრუქტურა დაირღვევა, ხოლო ე.წ. მყარი ყველი შეიძლება გარეგნულად კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ის არომატს და გემოს კარგავს.

    4. თუ ყველს ქერქი აქვს, აუცილებლად შეინახეთ ის.

    ზოგიერთ ყველს გარშემო სპეციალური ქერქი აკრავს. ის შძლებისდაგვარად უნდა შეინარჩუნოთ. დაჭრის შემდეგ ის ნელნელა კარგავს თავის იდეალურ მდგომარეობას, ესაბამოსად, ქერქი მეტნაკლებად ანელებს ამ პროცესს.

    5. იყიდეთ იმდენი ყველი რამდენსაც შეჭამთ.

    ბუნებრივია, ყოველდღე მარაზიაში სიარული არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ ისეთი სათავსო არ გაქვთ, რომელიც ყველის შენახვისთვის არის შესაბამისი (მაცივარი არ არის ამისთვის იდეალური სათავსო) იყიდეთ იმდენი ყველი, რამდენსაც პირველი დაჭრის შემდეგ მალე 3-4 დღეშივე შეჭამთ.

    ბუნებრივია, ედუარდ ჰენკოკი ძირითადად მაღალი ხარისხისა და ყველის უნიკალური ჯიშების ყველზე საუბრობს. იგი, იმასაც აცხადებს, რომ სხვადასხვა უნიკალური ყველის დასაჭრელად სხვადასხვა დანის გამოყენებაა აუცილებელი, თუმცა მისი რჩევების გათვალისწინება ჩვეულებრივ, მასიური წარმოების ყველის მოხმარების დროსაც სასურველი იქნებოდა.











    წყარო:newposts.ge
    152 ნახვა
    Загрузка...
    9-10-2019, 04:46
    News-ები
    Загрузка...