X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ადვოკატი: პროკურატურის მიერ ბევრი მტკიცებულებაა მოპოვებული, რომლითაც დასტურდება რომ თამთა თოდაძის მიმართ ძალადობის ფაქტი
  • ადვოკატი: პროკურატურის მიერ ბევრი მტკიცებულებაა მოპოვებული, რომლითაც დასტურდება რომ თამთა თოდაძის მიმართ ძალადობის ფაქტი

    თამთა თოდაძის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მიერ საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული და ბევრი მტკიცებულებაა მოპოვებული.

    ადვოკატი მედიასთან მტკიცებულებების შინაარსზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მასალებით დასტურდება ფაქტი, რაზეც თამთა თოდაძე მიუთითებს.

    „ბევრი მტკიცებულებაა მოპოვებული. სამწუხაროდ არ მაქვს უფლება ვისაუბრო საჯაროდ ამ საკითხებზე. ხელი მოვაწერეთ გაუთქმელობის შესახებ ოქმს.გამოკითხულია ბევრი მოწმე, ასევე ჩატარებულია რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მასალებით ნამდვილად დასტურდება, რომ თამთა თოდაძის მიმართ განხორციელდა ეს ფაქტი“,-განაცხადა ადვოკატმა.

    კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე, ბრალი გუშინ წარედგინა. ამასთან, თამთა თოდაძეს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
















    წყარო:pia.ge
    45 ნახვა
    Загрузка...
    9-10-2019, 06:15
    News-ები
    Загрузка...