X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
"კაი ვაჟკაცია... ისეთი პიროვნება არ არის, რომ ადამიანი მოეკლა ჩიტივით"- მეზობლები ორხევში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე
  • "კაი ვაჟკაცია... ისეთი პიროვნება არ არის, რომ ადამიანი მოეკლა ჩიტივით"- მეზობლები ორხევში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

    ადგილობრივების თქმით, ნათლულის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა
    თბილისში, ორხევში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.
    ნათლულის მკვლელობაში ბრალდებულის ნაცნობები აცხადებენ, რომ დაკავებული უკომფლიქტო ადამიანია.
    რაც შეეხება მოკლულთან ურთიერთობას, მათივე ინფორმაციით, ნათესავები მეგობრობდნენ.

    „უკონფლიქტოდ არაფერი ხდება, ბრალდებული ისეთი პიროვნება არ არის, რომ ადამიანი მოეკლა ჩიტივით. ალბათ, სერიოზული რაღაც იყო. მოკლული შორიდან მყავს ნანახი. ბრწყინვალე ადამიანია. ლერის შვილი საბერძნეთშია, ცოლი კი გარდაცვლილია. კაი ვაჟკაცია, ისეც ესმის და ესეც, საკითხავია თავს იცოცხლებს თუ არა. პოლიციას თავად ჩაბარდა, ეს რამხელა პლუსია“ , - განაცხადა ბრალდებულის მეზობელმა.

    ცნობისთვის, სასტიკი მკვლელობა მუხაძის ქუჩაზე დილით მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


















    წყარო:newposts.ge
    194 ნახვა
    Загрузка...
    9-10-2019, 06:48
    News-ები
    Загрузка...