X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
დაუჯერებელი შესაძლებლობების მქონე უბრალო სააფთიაქო საშუალებები! ძვირადღირებული კოსმეტიკის ნაცვლად!
  • დაუჯერებელი შესაძლებლობების მქონე უბრალო სააფთიაქო საშუალებები! ძვირადღირებული კოსმეტიკის ნაცვლად!

    კოსმეტიკური საშულებების მაღალი ფასი ყოველთვის არ იძლევა შედეგის 100% გარანტს. ზოგიერთი იაფფასიანი სააფთიაქო საშუალება შეიძლება იყოს უფრო ეფექტური კანის ბევრი პრობლემის წინააღმდეგ.
    ჩვენ გავეცანით აფთიაქის ასორტიმენტს და გთავაზობთ საშუალებების ახალ სიას, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ თავის მოვლაში.


    1. „ჰოლივუდის“ პილინგი-კალციუმის ქლორიდი
    პრეპარატი პოპულარულია კოსმეტოლოგიაში. ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური პილინგია სახისთვის.
    • დაგვჭირდება: კალციუმის ქლორიდის ამპულა-დასაწყისისთვის 5% კონცენტრაციის, შემდეგ შეგიძლიათ გაზარდოთ 10%მდე, ბამბის დისკი და ცხიმიანი კრემი. ამპულის შემცველობა ისმევა სახეზე. გამშრალი პირველი ფენის შემდეგ-მეორე და ა.შ. როცა ამპულის სითხე სრულადაა დატანილი, დაიბანეთ მსუბუქად სახე. პილინგის დასრულება აუცილებელია ნებისმიერი დამამშვიდებელი ნიღბით და ბოლოს წაისვით ცხიმიანი კრემი.

    2. „ბლეფაროგელი“ თვალის ირგვლივ მშრალი კანისა და შესიებისთვის
    „ბლეფაროგელი“-ოფთალმოლოგიური სითხე, რომელსაც იყენებენ თვალის ირგვლივ სიმშრალის მოსახსნელად კომპიუტერთან მუშაობის და კონტაქტური ლინზის გამოყენების შემდეგ. გელი შეიცავს მაღალმოლეკულურ ჰიალურონის მჟავას-ეს სახეობა არ აღწევს კანის სიღრმეში განსხვავებით კოსმეტიკური კრემებისგან. ის რჩება ზედაპირზე და აქტიურად ატენიანებს ეპიდერმისის ფენას. რამდენიმე კვირაში თვალის ირგვლივ კანი ბევრად უფრო ელასტიური ხდება.
    • აუცილებელია საგულდაგულოდ გაიწმინდოთ სახე. მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით წაისვით „ბლეფაროგელი 1“ თვალის კანზე და წამწამების ბოლოს.

    3. ბორმჟავა შავი წერტილებისთვის
    ისეთი უბრალო სშუალება, როგორიცაა ბორმჟავა, სინამდვილეში ემატება ბევრ ძვირადღირებულ კრემში და ლოსიონში კანის წმენდისთვის. სახლის პირობებში ის შეიძლება შეურიოთ გლიცერინს და გამოიყენოთ დახშული ფორებისთვის.
    • 1 ს.კ. 3%იანი ბორმჟავის ხსნარი შეურიეთ ½ ჩ.კ. გლიცერინს, აანჯღრიეთ. გაიწმინდეთ კანი დღეში ორჯერ.


    4. სპირულინა კანის წმენდისთვის და ნაოჭების შემცირებისთვის
    სპირულინა-მომწვანო მოლურჯო წყალმცენარე-მდიდარია პროტეინებითა და მიკროელემენტებით. მას ასევე იყენებენ ნიღბის სახით სახის კანის გასაწმენდად და ნაოჭების შესამცირებლად.
    • დაფხვენით 2 აბი და შეურიეთ გაციებულ გვირილის ჩაის ან წყალს ფაფის წარმოქმნამდე.

    5. თევზის ქონი ცხვირტუჩის ნაოჭისთვის
    თევზის ქონიმდიდარია A, E და D ვიტამინებით და მშვენივრად ებრძვის ასაკობრივ ნაოჭებს.
    • საშუალება უნდა წაისვათ კანზე ნახევარი საათი, შემდეგ კი მოიშორეთ ნარჩენები ხელსახოცით ან ბამბის დისკით.

    6. ქლოროფილიფტი ნაოჭებისთვის
    ქლოროფილიფტ ევკალიპტის ზეთოვანი ხსნარი კარგია არა მხოლოდ გაციების დროს, არამედ ნაოჭებთან ბრძოლისთვისაც. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნიღაბი-თეთრი თიხით.
    • 1 ს.კ. თეთრი თიხა გააზავეთ ცივი წყლით სქელი არაჟნის კონსისტენციამდე. დაამატეთ 4 წვეთი ქლოროფილიტი და შეურიეთ. გაიჩერეთ კანზე 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

    7. ინგლისური მარილი
    ინგლისური მარილი ფართოდ გამოიყენება წნევის დასაწევად და ორგანიზმის საერთო გაძლიერებისთვის. გარდა ამისა, იგი ღრმად წმენდს ფორებს და აღადგენს მძიმე ფიზიკური დატვირთვის და სტრესის შემდეგ, ხსნის მტკივნეულ შეგრძნებებს კუნთებსა და სახსრებში.
    • ზრდასრული ადამიანისთვის ერთ აბაზანაზე 37-38 გრადუსის ტემპერატურის წყალზე გამოიყენეთ 200გ. მაგნიუმის სულფატი. აბაზანის მიღების დრო-30 წუთი.

    8. ჩაის ხის ზეთი და ჟელატინი
    ჩაის ხის ზეთი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში გამონაყრის წინააღმდეგ, ფორების შესაკრავად, კანის ფერის გასაუმჯობესებლად. თუ დაამატებთ რამდენიმე წვეთს ჟელატინის ნიღაბში, მიიღებთ მშვენიერ საშუალებას კანის ღრმა წმენდისთვის.
    • დაგვჭირდება: 1 ს.კ. ჟელატინი; 2 ს.კ. ცხელი რძე, ½ ს.კ. თაფლი; 2-5 წვეთი ჩაის ხის ზეთი. მოურიეთ ერთგვაროვანი პასტის მიღებამდე. გაისუფთავეთ სახე და წაისვით ფუნჯით საშუალება და დაელოდეთ გაშრეს. წაისვით სწრაფად, ვინაიდან, ჟელატინი მომენტალურად ქვავდება. მოერიდეთ თვალის ირგვლივ და წარბის ზონას. დაიტოვეთ 30 წუთი, სანამ ნიღაბი ბოლომდე გაშრება. ნიკაპიდან დაიწყეთ და ფრთხილად და ნელა მოიხსენით ნიღაბი. ეს არ ანიჭებს ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებებს, მაგრამ ფორებიდან ჭუჭყის და ზედმეტი თმის მოშორებად ღირს.

    9. „კლირვინი“ სტრიებისთვის
    ნატურალური მცენარეული საშუალება მშვენივრად უმკლავდება ნაწიბურებსა და სტრიებს. პრეპარატი მათ ნაკლებად შესამჩნევს ხდის. შეიცავს სამკურნალო მცენარეების მიკროელემენტებსა და E ვიტამინს.
    • კრემს მოქმედების ფართო სპექტრი აქვს. ის გამოიყენება როგორც ახალ, ისე ძველ იარებსა და სტრიებზე. ასევე ეხმარება დამწვრობების და გამონაყრის ლაქებს.

    10. წყალბადის ზეჟანგი ჭორფლებისა და პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად
    წყალბადის ზეჟანგი ყველა აფთიაქშია. გარდა დეზინფექციისა, მისი გამოიყენება შეიძლება ჭორფლებისა და კანის პიგმენტაციის გასაღიავებლად. ყურადღება: გამოყენებამდე აუცილებელია შეამოწმოთ კანი პრეპარატზე მგრძნობელობაზე.
    • გამოიყენეთ 3%იანი ხსნარი. 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი და 5 წვეთი წყალბადის ზეჟნგი. აუცილებელია დაასველოთ ამ ხსნარით ბინტი და მიიდოთ ლაქებზე 10 წუთი. თუ კანი მგრძნობიარეა, ლიმონის წვენი გააზავეთ წყალთან.











    წყარო: janmrteli.ge
    329 ნახვა
    Загрузка...
    9-10-2019, 07:15
    News-ები
    Загрузка...