X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
"მაია ასათიანს შეეძლო ჩვენს არხზე სხვა გადაცემა ეკეთებინა...გაოგნებული ვარ იმ ადამიანებით, ვინც რ2-ზე დარჩა" - ნიკა გვარამია
  • "მაია ასათიანს შეეძლო ჩვენს არხზე სხვა გადაცემა ეკეთებინა...გაოგნებული ვარ იმ ადამიანებით, ვინც რ2-ზე დარჩა" - ნიკა გვარამია

    "პირველად თავის ისტორიაში რ2 არის რუსული გავლენის...იქ მჯდომი სახეები კატასტროფაა ჩემთვის, თომა ჩაგელიშვილი რომ იქაა ნამდვილად გაოგნებული ვარ"



    "მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია "სარკესთან"ამბობს, რომ ახალ არხზე უფრო კარგად გრძნობს თავს ვიდრე "რუსთავი 2" - ზე.

    "მთავარი არხის" დამფუძნებელი გავრცელებს "ნიუსებს" მაია ასათიანთან დაკავშირებით პასუხობს და აცხადებ, რომ მას მაიაზე ცუდი არაფერი უთქვამს.

    "მე მაიაზე ცუდი არაფერრი მითქვამ. მაია ძალიან ძლიერი "ტელევიზიონშიკია". თუმცა ვფიქრობ, რომ ყვითელ გადაცემებს პერსპექტივა აღარ აქვს. ამიტომ ჯობია სხვა რამ აკეთოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს არხზე ასე არ იქნებოდა და როგორც ხედავთ ნანუკაც გადაფორმატდა. ვფიქრიბ, ამ ჟანრმა ამოწურა თავის თავი. მაიას გადაწყვეტილება იყო, რომ იმ არხზე დარჩა" - ამბობს მთავარი არხის დამფუძნებელი.

    კითხვაზე რა უნდა ექნა მაია ასათიანს თუ მისი ფორმატის გადაცემა ახალ არხზე არ იქნებოდა, გვარამია აცხადებს, რომ მაიას სხვა გადაცემი გაკეთება შეეძლო.

    "მაია ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტია, კარგი და ძლიერი ადამიანი და ათასი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მან მიიღო გბადაწყვეტილება, რომ ისევ პროფილი აკეთოს რუსთავი2-ზე. დანარჩენი აღარაა ჩემი საქმე"

    გვარამია ამბობს, რომ ნაწყენი არავისზეა, თუმცა, ფორმულაზე წავიდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც უნდოდა, რომ მასთან ყოფილიყო.

    "ნაწყენი არავისზე ვარ. "ფორმულაზე" არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მინდოდა, რომ ჩემთან ყოფილიყვნენ. ასეთი არჩევანი გააკეთეს და მათ არჩევანს პატივს ვცემ. არც სხვებზე ვარ ნაწყენი, ნაწყენი კი არა გაოგნებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის არხზე დარჩნენ. რუსთავი2" პირველად თავის ისტორიაში არის რუსული გავლენის არხი. ეს კი კატასტროფაა და იქ მჯდომი ადამიანებიც კატასტროფაა ჩემთვის. ამიტომ გაოგნებული ვუყურებ ყველას, თორემ ნაწყენი ვარ ხოლმე ჩემს შვილზე. თომა ჩაგელიშვილი რომ იქ ზის, ნამდვილად გაოგნებული ვარ" - ამბობს ნიკა გვარამია.














    წყარო: janmrteli.ge
    809 ნახვა
    Загрузка...
    9-10-2019, 07:16
    News-ები
    Загрузка...