X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ამერიკაში 79 წლის კაცმა აღიარა, რომ 93 ქალი მოკლა
  • ამერიკაში 79 წლის კაცმა აღიარა, რომ 93 ქალი მოკლა

    ცოტა ხნის წინ FBI-მ საჯაროდ გამოაქვეყნა საქმის მასალები, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ეჭვმიტანილმა, სემუელ ლითლიმ 93 ქალის მკვლელობა აღიარა. FBI-ს ძალადობრივი კრიმინალური განყოფილების გამომძიებლები ამ საქმეს ხუთი წლის განმავლობაში შეისწავლიდნენ.

    ლითლის აღიარება თავისი მასშტაბებით შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, რადგან ეს ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა - ამ რაოდენობის მსხვერპლი მანამდე ცნობილ არცერთ სერიულ მკვლელს არ ჰყოლია. აღიარებული 93 მკვლელობიდან ამჟამად ორმოცდაათის იდენტიფიცირება უკვე მოხდა, დანარჩენების შესწავლა კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

    ლითლის თქმით, მან მკვლელობები 1970 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში ამერიკის 19 შტატში ჩაიდინა. მკვლელობების უმეტესობა უბედურ შემთხვევას ჰგავდა, თანაც ზოგიერთი მსხვერპლის გვამი დღემდე არაა აღმოჩენილი. ამ გარემოებებს ემატება ისიც, რომ ლითლი უმეტეს შემთხვევაში არანაირ კავშირში არ იყო მსხვერპლებთან, რამაც მისი დროულად დაპატიმრება გაართულა.

    79 წლის ეჭვმიტანილმა დაპატიმრების შემდეგ თავისი მსხვერპლების ფერადი პორტრეტები დახატა, რომელთა ნაწილიც FBI-მ გამოაქვეყნა. მის მიერ დახატული მსხვერპლების პორტრეტებზე ქალები არიან გამოსახულნი და მათი უმეტესობა შავკანიანია.




    ამ გამაოგნებელი საქმის შესწავლა ჯერ კიდევ გრძელდება, ლითლის აღიარების ვიდეოჩანაწერებს კი FBI საჯაროდ აქვეყნებს.
















    წყარო:on.ge
    27 ნახვა
    Загрузка...
    9-10-2019, 08:01
    News-ები
    Загрузка...