X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ექიმებმა მამაკაცის სპერმა უნებართვოდ გამოიყენეს- მას დღეს 17 შვილი ჰყავს
  • ექიმებმა მამაკაცის სპერმა უნებართვოდ გამოიყენეს- მას დღეს 17 შვილი ჰყავს

    ორეგონის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელმაც კლინკას 1989 წელს საკუთარი სპერმა გადასცა, დაჰპირდნენ , რომ მხოლოდ 5 ადამიანის დასაბადებლად გამოიყენებდნენ მის სპერმას, თუმცა გაირკვა რომ საავადმყოფომ შეთანხმება დაარღვია, რადგან გაირკვა , რომ სპერმის დონორს დღეს უკვე „17 შვილი ჰყავს“,- განაცხადა CNN-თან მიცემულ ინტერვიუში მამაკაცმა.

    აღნიშნულ ფაქტზე ბრაის ქლიარიმ ორეგონის ჯანმთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტი ხელშეკრულების დარღვევაში დადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა.

    შეთანხმების თანახმად, უნივერსიტეტს სპერმის გამოყენების უფლების მინიჭება შეეძლო მხოლოდ იმ ქალებისთვის, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთი სანაპიროებზე ცხოვრობდნენ.

    დაზარალებულის ინფორმაციით, მისი 17-ივე შვილი, რომელიც ორეგონში დაიბადა დადის იმავე სკოლაა და ეკლესიაში. ისინი აგრეთვე ჩართულნი არიან საერთო სოციალურ აქტივობებში, ისე რომ ერთმანეთის წარმომავლობის შესახებ არც კი იციან.

    ბრაის ქლიარიმ განაცხადა, რომ იგი ძლიერი ემოციური სტრესის ქვეშაა, მას შემდეგ რაც ეს ამბავი შეიტყო.

    „მე მინდოდა დავხმარებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც უნაყოფობით იტანჯებიან, ვენდობოდი კლინიკის წარმომადგენლებს, რომ ისინი შეასრულებდნენ თავიანთ დადებულ პირობებს“ ,- განაცხადა დაზარალებულმა მედიასთან საუბრისას.











    წყარო:newposts.ge
    21 ნახვა
    Загрузка...
    9-10-2019, 08:25
    News-ები
    Загрузка...