X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
3,7 მლრდ ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, 1,8 მლრდ - განათლების სისტემაში - 2020 წლის ბიუჯეტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა
  • 3,7 მლრდ ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, 1,8 მლრდ - განათლების სისტემაში - 2020 წლის ბიუჯეტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა

    საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტს მხარი დაუჭირა.
    მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ -„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის შესრულებას, შენარჩუნებულია ეკონომიკური სტაბილურობისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პარამეტრი და ამავდროულად მაქსიმალურად არის ორიენტირებული მოქალაქეებზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ უმჯობესდება სოციალური სისტემა, ეტაპობრივად იზრდება პენსიები; პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარება და სოფლის ექიმის ინსტიტუტი მოექცევა ერთი მენეჯმენტის ქვეშ.

    2020 წლის განათლების სისტემაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 1.8 მლრდ ლარზე მეტი. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან მოხდა ხელფასების მატება და 2020 წლის სასწავლო წლის დაწყებისას კიდევ მოემატებათ მასწავლებლებს ნააზღაურება. 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება.

    2020 წელს ხელფასები გაეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 280.0 მლნ ლარზე მეტი.

    რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მომხსენებლის თქმით, ამ მიმართულებით მიიმართება 3.7 მლრდ ლარზე მეტი. აქედან - მუნიციპალური ინფრასტრუქტურა - 1.2 მლრდ ლარი; ჩქაროსნული მაგისტრალები - 695.0 მლნ ლარი; შიდა გზები - 501.0 მლნ ლარი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა - 280.0 მლნ ლარი; წყლის ინფრასტრუქტურა - 256.0 მლნ ლარი; მუნიციპალური ტრანსპორტი - 140.0 მლნ ლარი; ენერგო ინფრასტრუქტურა - 116.0 მლნ ლარი; დევნილთა სახლების მშენებლობა - შესყიდვა - 112.0 მლნ ლარი;

    წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 5.0 %- ით არის განსაზღვრული.

    ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განახლებული პროგნოზიდან გაანგარიშებით შეადგენს 12 130,0 მლნ ლარს. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების შემცირებების ტენდენცია შეადგენს მშპ-ს 23.2%-ს.

    კომიტეტის ინტერესიდან გამომდინარე მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილ ასიგნებებზე. კერძოდ ამ უწყებისთვის გამოყოფილია 2 071.6 მლნ ლარი, რაც 71.6 მლნ ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. აქედან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 1 315.2 მლნ ლარზე მეტი. ხოლო რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 262.1 მლნ ლარი.

    „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისთანახმად მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი.

    კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტს.












    წყარო:newposts.ge
    19 ნახვა
    Загрузка...
    9-10-2019, 08:29
    News-ები
    Загрузка...