X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
აშშ-ში უკანასკნელი 50 წლის მანძილზე უმუშევართა რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
  • აშშ-ში უკანასკნელი 50 წლის მანძილზე უმუშევართა რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

    Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ისტორიულ მინიმუმამდე, 3.5 %-მდე შემცირდა, მას შემდეგ რაც სექტემბრის თვეში დამატებით 136 000 დამატებითი სამუშაო ადგილი გაჩნდა.

    შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიუხედავად უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლისა, ხელფასის საშუალო რაოდენობა გაიზარდა მხოლოდ ერთი პენით. საათობრივი ანაზღაურება 2,9 %-ით გაიზარდა წლის დასაწყისთან შედარებით, რაც 3,4 %-ით დაბალია შარშანდელი წლის დასაწყისში არსებულ მონაცემებზე.

    აღსანიშნავია, რომ უმუშევართა რაოდენობა ლათინოსებისთვისაც შემცირდა 3.9%-მდე, რაც 1973 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალია. ეკონომისტების აზრით, ბოლო თვეების განმავლობაში, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მთავარ მიზეზად, შტატების ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯები სახელდება.


    ავტორი:ოთო კონჯარია



















    წყარო:newposts.ge
    43 ნახვა
    Загрузка...
    9-10-2019, 08:56
    News-ები
    Загрузка...