X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
თურქეთმა დაიწყო სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში- ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა
  • თურქეთმა დაიწყო სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში- ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა

    რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა უკვე ოფიციალურად დაიწყეს სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია ქურთული ძალების წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში,- ინფორმაციას ავრცელებს BBC.

    ქურთული მხარის ინფორმაციით, თვითმფრინავები აქტიურად ამუშავებენ მათ პოზიციებს- გაისმა რამდენიმე დიდი აფეთქების ხმა ჩრდილო აღმოსავლეთით თურქეთის საზღვართან მდებარე სირულ ქალაქ ალ-აინში.

    „ჩვენი მისიაა, მოვახდინოთ პრევენცია შეიქმნას ტერორისტებისთვის კორიდორი თურქეთის სამხრეთ საზღვართან , ასევე გვსურს მშვიდობის დამყარებას შევუწყოთ ხელი რეგიონში. მე წარმატებას ვუსურვებ ჩვენს არმიას და მათ ყველა ადგილობრივ მხარდამჭერს ამ ბრძოლაში“ ,- დაწერა ერდოღანმა TWITTER-ის საკუთარ გვერდზე.












    წყარო:newposts.ge
    103 ნახვა
    Загрузка...
    9-10-2019, 10:07
    News-ები
    Загрузка...