თეგებით ძიება

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ცოდნის მიღების დღეა. ინტელექტუალური საქმიანობა გაგიტაცებთ. მეგობრებთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. იყავით ცნობისმოყვარე და ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა. 

კურო - საინტერესო ადამიანებთან მოგიწევთ შეხვედრა და მათ გაუმხილეთ თქვენი იდეები. დელიკატურად მოითხოვეთ თქვენი უფლებების დაცვა. 

ტყუპი - ენერგიული და ცნობისმოყვარე ხართ. გარშემო მყოფებს აქტიურად გაუზიარეთ თქვენი მოსაზრებები. გავლენიანი ადამიანებიც კი გაითვალისწინებენ თქვენს რჩევებს. 

კირჩხიბი - დღეს ისე უნდა იმოქმედოთ, რომ არც საქმიანი პარტნიორები გაანაწყენოთ და არც კლიენტები. ზოგიერთი შეიძლება თქვენი საქმიანობით დაინტერესეს და თვალთვალიც კი დაგიწყოთ. 

ლომი - დილა დაძაბული და რთული მოგეჩვენებათ. მეტად უნდა ებრძოლთ საკუთარ სისუსტეებს. ნუ ხართ მოუთმენელი და ნუ გეშლებათ ნერვები წვრილმანებზე. თავდაპირველად გარშემო მყოფების რჩევების მოსმენა არ მოგინდებათ, მაგრამ მერე მიხვდებით, რომ კარგი რჩევები მოუციათ. 

ქალწული - იყავით სოციალურად აქტიური. საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. დააკვირდით, ზოგიერთს შეიძლება დაუმეგობრდეთ კიდეც. შეიძლება მიიღოთ კარგი გაკვეთილი ან იდეეის განხორციელების შესაძლებლობა. 

სასწორი - მნიშვნელოვან ნივთებსა და პიროვნებებს შეიძლება უჩვეულო ადგილებში გადაეყაროთ. გახსოვდეთ, რომ არავის და არაფერს არ შეუძლია მოგანიჭოთ ბედნიერება თუ თავად ყველაფრით უკმააყოფილო იქნებთ. 

მორიელი - დღეს ორატორული ნიჭის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. გავლენიან ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. ახალი შესაძლებლობების დღეა. შეიძლება თავი სრულიად განსხვავებულ სფეროში მოსინჯოთ. 

მშვილდოსანი - დღეს რუტინაც კი სასიამოვნო საქმიანობად მოგეჩვენებათ. ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას. უბრალოდ, მიჰყევით დინებას და დააკვირდით მოვლენების განვითარებას. ზოგიერთებს სიურპრიზები გელით. 

თხის რქა - დღეს სერიოზულობა უნდა შეინარჩუნოთ, განსაკუთრებით გავლენიან ადამიანებთან შეხვედრისას. გაფრთხილდით, არ გასცეთ გარშემო მყოფთა საიდუმლოებები. მტრებს გაიჩენთ. 

მერწყული - საინტერესო საქმიანობაში, დისკუსიაში ჩართვა მოგიწევთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. ახალგაცნობილებთან საინტერესო საქმიანობას დაიწყებთ. ისინი თქვენს ცხოვრებაში სიხალისეს შემოიტანენ. 

თევზები - დღეს მიხვდებით, რომ ახალი ორიგინალური პიროვნებები გაიცანით, მნიშვნელოვან ინფორმაციები მიიღეთ და ახალი ცოდნის გამოყენების საშუალებაც მოგეცემათ. მხოლოდ საინტერესო ადამიანებთან გააბით დიალოგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა