თეგებით ძიება
11. 10. 2019 News-ები

თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ზომის შეფარდებას ითხოვს

თამთა თოდაძის განცხადებით, რომელიც საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალური სახის ძალადობაში ადანაშაულებს, ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ზომა უნდა შეეფარდოს.

თოდაძემ მედიას ის მიზეზები განუმარტა, რომლებიც, მისივე განმარტებით, ილია ჯიშკარიანისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველს წარმოადგენს.

"გამოძიება გვიან დაიწო, იყო ძალიან დიდი ზეგავლენა, რადგან ილია ჯიშკარიანი მაღალი თანამდებობის პირია, დავასაბუთებ იმასაც, რომ მოხდა დანაშაულის ადგილის დალაგება, არ მოხდა ჯიშკარიანის გამოკითხვა 4 ოქტომბრამდე, მისი ტანსაცმლის ამოღება, ყველაფერი 5 და 6 დღის შემდეგ მოხდა.ამიტომ, მოწმეზე ზეწოლის დიდი ალბათობაა",-აღნიშნა თამთა თოდაძემ.

საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" დღეს იმსჯელებენ.

სხდომა 12:30 საათზე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს ჯიშკარიანისთვის პროკურატურა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი ორი დღის წინ წარედგინა.













წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა