თეგებით ძიება
11. 10. 2019 News-ები

ბაია პატარაია ილია ჯიშკარიანზე: ეს მგალობელი კურდღელი მართლმსაჯულებას 6 დღეა ემალება

კავშირ "საფარის" ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდოს.

"ილია ჯიშკარიანი თავს მგალობელს უწოდეს და მგალობელი კურდღელი 6 დღეა, ემალება მართლმსაჯულებას საავადმყოფოში. გარდა იმისა, რომ ეს არის მძიმე დანაშაული, რომლის დროსაც ითხოვენ ხოლმე პატიმრობას აღკვეთ ღონისძიებად, ასევე ჩვენ შეგახსენებთ, რომ ამ საქმეში ილია ჯიშკარიანმა ერთხელ უკვე წაშალა დანაშაულის კვალი, როდესაც თავის ცოლს და თანამშრომელ ქალებს პირწმინდად დაალაგებინა დაშანულის ადგილი, როცა მან სცადა, ზეწოლა მოეხდინა მოწმეებზე, ის არის ძალიან გავლენიანი პლიტიკოსი",-აღნიშნა ბაია პატარაიამ.

საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" დღეს იმსჯელებენ. სხდომა 12:30 საათზე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს ჯიშკარიანისთვის პროკურატურა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი ორი დღის წინ წარედგინა.













წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა