თეგებით ძიება
11. 10. 2019 News-ები

სასტიკი მკვლელობა ორხევში - 82 წლის მამაკაცი დუმილს არღვევს და ამბობს რატომ მოკლა ნათლული

ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.ნათლიის მიერ მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებაოდა, მათ შორის ორი სასიკვდილო აღმოჩნდა.
თბილისში, ორხევში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს, ლერი ლომაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა კიდეც.

ბრალდებულმა დაადასტურა, რომ კახა გაბრიელაშვილთან კონფლიქტი ვალს უკავშირდება. მისივე თქმით, გაბრიელაშვილი პერიოდულად ფულს სესხულობდა და შემდგომ არ უბრუნებდა. მეტიც ლომაშვილი ირწმუნება, რომ მისი ნათლული მისთვის სამსახირის წართმევას ცდილობდა.

სასტიკი მკვლელობა 9 სექტემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 82 წლის მამაკაცმა, ლერი ლომაშვილმა, ნათლული, 42 წლის კახა გაბრიელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ნათლიის მიერ მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებაოდა, მათ შორის ორი სასიკვდილო აღმოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დაკევებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ლერი ლომაშვილს 7-დან 15- წლამდე პატიმრობა ემუქრება.












წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა