თეგებით ძიება
11. 10. 2019 News-ები

რომელი პარტია იქნება მთავრობის მაშველი რგოლი - ივანიშვილმა "ოცნებასთან“ კოალიციაში მყოფი პარტიების დაფინანსების ბრძანება გასცა

2020 წლის არჩეევნების შემდეგ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენას სატელიტი პოლიტიკური პარტიების მეშვეობით ეცდება - ინფორმაციას ამის შესხებ "მთავარი" ავრცელებს.

მატივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს დაავალა, რომ დაფინანსონ ის ახალი და უკვე მოქმედი პარტიები, რომლებიც არჩევნების შემდეგ, "ქართულ ოცნებასთან" ერთად კოალიციაში იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, კოალიციაზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციები და არჩევნებამდე პროგნოზების გაკეთება არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იქნება.

"კითხვას ანა დოლიძის შესახებ, გამიკვირდა როდესაც გამოგონილ და ხელოვნურ პარტიად მოიხსენიეთ. ვფიქრობ, რომ არის ძალიან ძლიერი ოპონენტი ხელისუფლებისთვის და ეს გამოჩნდა მისი მუშობის შედეგად. თუკი ის მოიპოვებს საკმარის მხარდაჭერას პარლამენტში შესვლისთვის, ის იქნება ძლიერი ოპონენტი. 2020 წლის არჩვენებში "ქართული ოცნებას" ისევე როგორც, ძლიერ პარტიას მივიღოთ საკმარისი მანდატები და უმრავლესობა პარლამენტში. თუ ამას ვერ შევძლებთ და ჩვენ ვენდობით მოქალაქეების არჩევანს და გადაწყვეტილებას, მაგ შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და განხილვა თუ როგორ შეიძლება კოალიცია ჩამოყალიბდეს. ვისთან შეიძლება ეს შედგეს, უკვე არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული" - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა დაანონსა, რომ 2021 წელს ქვეყანაში შეიქმნება კრიზისი და 2020 წელს შეკრებილი პარლამენტი დაიშლება, რის შემდეგად რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

"2021 ან 2022 წელს აუცილებლად გვექნება რიგგარეშე არჩევნები რატომ? არის სხვა ქვეყნებში ასეთ დროს არჩევნები, იმიტომ რომ იქაც არის პროპორციული სისტემა მუდმივად არის პოლიტიკური კრიზისი. 2022 წელს ჩვენ გველოდება რიგგარეშე არჩევანი და აი მერე ყველა პოლიტიკოსი იტყვის, რომ ეს რა გავაკეთე და ეს შეცდომა დაუშვა. 2022 წლიდან ჩამოყალიბდება მოძრაობა, რომელიც მუდმივად იქნება და მოითხოვს მაჟორიტარული სისტემის დაბრუნებას და აგრეთვე საპრეზიდენტო მმართველობას, ამას ვუჭერ მე მხარს" - განაცხადა ოქრიაშვილმა.















წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა