თეგებით ძიება
11. 10. 2019 News-ები

მამაკაცმა 4 მძინერე უსახლკარო ადამიანი მეტალის ჯოხის თავში ჩარტყმით მოკლა

SKY NEWS-ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც 4 მძინარე უსახლკარო ადამიანი მოკლა, ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა. 24 წლის რენდი სანტოსს ბრალად ედება 4 ადამიანის მკვლელობა, ერთი მკვლელობის მცდელობა და მარიხუანის უკანონო ფლობა, აცხადებს პოლიცია.

სანტოსმა, რომელიც თვითონაც უსახლკაროა, გამოიყენა მეტალის ჯოხი, რათა CHINATOWN-ში 4 მძინარე ადამიანისთვის სასიკვდილო დარტყმები მიეყენებინა.

გარდაცვლილთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია, მხოლოდ აცხადებენ იმაზე, რომ მოკლულთა შორის ერთ-ერთი მამაკაცი 83 წლის იყო. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მეხუთე ადამიანი , რომელსაც იგი თავს დაესხა, ამ დრომდე სავადმყოფოში რჩება თავში მიყენებული მძიმე დაზიანებების გამო.











წყარო:newposts.ge



























თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა