თეგებით ძიება
11. 10. 2019 News-ები

"ფეიკი ამბისთვის ბოდიშს მოიხდით თუ რას გააკეთებ?"- ნოდარ მელაძე "კვირას" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

„ახალი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ ყალბი ახალი ამბის გავრცელებაში ადანაშაულებს.
საუბარია „კვირას“ მიერ გაკეთებულ მასალაზე, სადაც თითქოს ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ახლობლები “მთავარს“ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

მელაძე სააგენტოს ხელმძღვანელებისგან ფეიკნიუსის გავრცელების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს:

„Keti Khositashvili @Kakha Gogicha ახლა ამ ფეიკი ამბისთვის ბოდიშს მოიხდით თუ რას გააკეთებ? არც ერთი სურათი ეთერში არ ყოფილა მთავარში და არც სახელი არ შეგვშლია. გადაახვიეთ და ნახეთ. ყალბი და დამახინჯებული ნიუსი თქვენს მსგავსაც ვინც გაავრცელა, გადახვევის ფუნქცია არსებობს და ნახეთ.

კოლეგებო, დღეს სააგენტო კვირამ გაავრცელა ყალბი ახალი ამბავი მთავარ არხზე და ამ დრომდე არ ასწორებს ამ ინფორმაციას. იმის გამო რომ ვებ გვერდი არ გვაქვს, იქნებ დაგვეხმაროთ რეალური ინფორმაციის გავრცელებაში. შეცდომა დაუშვა სხვა ტელევიზიამ და ცოცხალი ადამიანის ფოტოები გადასცა სხვამ და არა მთავარმა არხმა“- წერს მელაძე.

ამ დროისთვის აღნიშნული მასალა სააგენტოს ვებ-გვერდიდან წაშლილია, თუმცა "კვირას" ხელმძღვანელობას განმარეტება არ გაუკეთებია.















წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა