თეგებით ძიება
11. 10. 2019 News-ები

აიკრძალება თუ არა მონიტორთან 3 საათზე მეტხანს მუშაობა?-ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

ავტორი:თამუნა ქემერტელიძე
როგორ უნდა იყოს თქვენი სამუშაო სივრცე და როგორ მოხდება უსაფრთხოების ნორმების კონტროლი? მთავრობა ახალ ევროდირექტივას ამუშავებს, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა.

როგორც "საქმის კურსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სამუშაო სივრცე 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო სივრცე კი, სადაც დასაქმებულს სამუშაო დროის გატარება უწევს, შესაბამისი განათებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ვინაიდან არასათანადო განათება მათი შეფასებით, ნევროლოგიურ დაავადებებს იწვევს.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის სამინიტროში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილებები ძალაში მთავრობის დადგენილების საფუძველზე შევა და მას შრომის ინსპექცია გააკონტროლებს.

რაც შეეხება მონიტორთან მუშაობის ახალ წესებს, მას მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი ექნება, კონკრეტულად კი დასაქმებულმა 3 საათის შემდეგ კომპიუტერის ეკრანისგან უნდა დაისვენოს.










წყარო: bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა