თეგებით ძიება
14. 10. 2019 News-ები

ლისის ტბაზე სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი გოჩა ვეფხვაძე გარდაიცვალა

ლისის ტბაზე სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი გოჩა ვეფხვაძე რეგიონალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.
ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა.

არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა.

6 ოქტომბერს დაპირისპირება გახოკიძის ქუჩაზე დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე ავტომობილით მასში მონაწილე პირები ლისის ტბის მიმართულებით წავიდნენ, სადაც ვეფხვაძე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ავტომობილში დაჭრეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა