თეგებით ძიება
15. 10. 2019 News-ები

ამ 4 გამოსახულებიდან რომელს აიგივებთ ბედნიერებასთან?

თქვენი პასუხი ცხოვრებისადმი თქვენს დამოკიდებულებას დაგვანახვებს!

გამოსახულება #1

თუკი პირველი ვარიანტი, ეს იმიტომ რომ ცხოვრებას ოპტიმისტურად შესცქერით. თქვენთვის სამყარო შესაძლებლობებით არის აღსავსე. თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ. სწორედ ამ მოტივაციით იღვიძებთ ყოველ სისხამ დილას.

ბედნიერი და მეგობრული ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს. ძალიან ცნობისმოყვარე ხართ და ამიტომ ხშირად სიახლეებს უსინჯავთ გემოს.

არასდროს არ კარგავთ იმედს, თქვენ ჯიუტი ბრძანდებით და ამიტომაც აღწევთ მიზნებს!

გამოსახულება #2

ძალიან კრეატიული ადამიანი ბრძანდებით და სამყაროზე მუდამ ახალი შეხედულებების ძიებაში ხართ. თქვენთვის ყველაფერი ხელოვნების პოტენციური ქმნილებაა. ცხოვრება თქვენი შთაგონების მუდმივი წყაროა.

თქვენ ცოტათი მეოცნებე ხართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება გვერდს გაქცევთ. ვნებიანი და ჭეშმარიტი ადამიანი ხართ. ამიტომაც ადამიანები თქვენი ყოფით აღფრთოვანებულები არიან.

გამოსახულება #3

თუკი მესამე ვარიანტი აირჩიეთ, მაშინ გრძნობებს აყოლილი ადამიანი ყოფილხართ. გულის კარნახის მიხედვით მოქმედებთ. თუმცა ემოციები ზოგჯერ მოწყვლადს გხდით. მაგრამ იგივე ემოციები გაძლიერებენ და თავდაჯერებულს გხდიან!

გამოსახულება #4

მრავალმხრივი ადამიანი ბრძანდებით, ჩაფიქრებული, გიყვართ საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენა. სწორედ ამიტომ მშვიდი ბრძანდებით და იცით, როგორ შეინარჩუნოთ წონასწორობა ნებისმიერ ვითარებაში.

სულიერი ადამიანი ხართ და საკუთარ სულს დიდ დროს უთმობთ. მუდამ ცდილობთ, ისე წარმართოთ საქმე, რომ გარე ფაქტორებმა თქვენს შინაგან სამყაროზე გავლენა არ იქონიოს.



















წყარო:funtime.ge











თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა