თეგებით ძიება
15. 10. 2019 News-ები

წონის კლება აქტივირებული ნახშირის დახმარებით! იაფი, მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი დიეტები, ხერხები და პრაქტიკული რჩევები ნახშირთან ერთად!

პირველი ხერხი
დალიეთ ზუსტად 10 აბი ნახშირი. მაგრამ გაანაწლეთ სამ მიღებად, მაგალითად, ასე: საუზმემდე 60 წუთით ადრე, სადილამდე 60 წუთით ადრე, ვახშმამდე 60 წუთით ადრე.

მეორე ხერხი
გაღვიძების შემდეგ დალით 1 აბი. ასე-ყოველ დილით. არ დაგავიწყდეთ, რომ ნახშირის დოზა უნდა გაზარდოთ. დაიწყეთ რამდენიმე აბით, ორით ან სამით.

მესამე ხეხი
უნდა დალიოთ იმდენი აქტივირებული ნახშირი, რამდენ კილოგრამსაც იწონით. თუ იწონით 50 კილოგრამს-დალიეთ 5 აბი, თუ 70ს-7 აბი.
მაღალეფექტური 3დღიანი დიეტა აქტივირებული ნახშირის დამატებით
პირველ დღეს სვამთ მხოლოდ კეფირს. კეფირის მიღებამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ 1 ნახშირი, მიაყოლეთ წყალი. თუ თქვენთვის რთულია მხოლოდ კეფირზე ჯდომა, დაამატეთ მოხარშული ან გამომცხვარი კარტოფილი.

მეორე დღე-ვაშლი. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ჯიშის, თუ თქვენ გაქვთ წყლულოვანი დაავადება, არ შეიძლება მჟავე ნაყოფის მიღება. გასტრიტისას თავი შეიკავეთ ტკბილი ვაშლის ჭამისგან. თუ გაქვთ თირკმლების პრობლემა-მოხარშეთ ხილი. ტაბლეტები მიიღეთ იმავე ინსტქრუქციით.

მესამე დღე-ბოსტნეული. ყველაზე ძლიერი ეფექტისთვის უმჯობესია ერთი ბოსტნეულის არჩევა და მთელი დღე მხოლოდ მისი მიღება. არ დაგავიწყდეთ დალიოთ ნახშირი ჭამამდე 30 წუთით ადრე. ყურადღება! არავითარი სუნელები, განსაკუთრებით გამორიცხეთ მარილი და წიწაკა-ისინი ძლიერ აღვიძებენ მადას.
ვისთვის არ შეიძლება აქტივირებული ნახშირით გახდომა
არსებობს რიგი უკუჩვენება
კუჭის ან ნაწლავის წყლული
გასტრიტი შემცირებული მჟავიანობით
ქრონიკული ყაბზობა
საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსების პათოლოგიები
ასევე არასასურველია ნახშირის მიღება ორგანიზმში კალცის ნაკლებობისას

ახდუნებს თუ არა აქტივირებული ნახშირი
ბევრს ეჭვი ეპარება ამ საშუალების ეფექტურობაში მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ზედმეტად მარტივი და ხელმისაწვდომია. მაგრამ მოქმედება ყოველთვის პირდაპირ არ არის ფასზე დამოკიდებული.
ნახშირი აქტიურად შთანთქავს მძიმე მეტალებს, გაზებს, სამკურნალო პრეპარატებს, შხამებს და სხვა ქიმიკატებს. ნახშირს ასევე გამოჰყავს სითხე ორგანიზმიდან. გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, ნახშირით გახდომა შესაძლებელია და ეს საშუალება არავითარ ზიანს არ აყენებს ორგანიზმს.
და, რა თქმა უნდა, ნახშირის საშუალებით გასახდომად, გარდა ტაბლეტებისა, აუცილებელია მიიღოთ დიეტური საკვები, ხილი და ბოსტნეული. ასეთი რაციონი იძლევა გახდომის გარანტიას. მსგავს რეკომენდაციებს იძლევა ბევრი ექიმი. როგორც ისინი ამბობენ, ნახშირის შეთავსება ნებისმიერ დიეტასთან იძლევა ძალიან კარგ შედეგებს: შლაკებისგან წმენდა. აი, ასეთ დიეტას ვიღებთ ნახშირზე.

რამდენად ხშირად შეიძლება აქტივირებული ნახშირის დიეტის დაცვა
კურსის მაქსიმალური ხანგრძლივი ხანგრძლივობა-60 დღე. აუცილებელია შესვენება 10 დღიანი მიღების შემდეგ 10 დღით! დიეტა აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს პოლივიტამინური პრეპარატბის დამატებით. კურსის დასრულების შემდეგ ორგანიზმს შეიძლება დასჭირდეს აღდგენისთვის საკმაოდ დიდი დრო.
ყურადღება მიაქციეთ, რომ მოცემული დიეტა ყველასთვის არ იქნება შესაფერისი. ამიტომაც აქტივირებული ნახშირის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.













წყარო: janmrteli.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა