თეგებით ძიება
15. 10. 2019 News-ები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ეს თქვენს ნარცისულ მხარეს ამჟღავნებს

ნარცისიზმი ეგოიზმის, მედიდურობისა და პატივმოყვარეობის პიროვნული თვისებაა. ვნახოთ, თქვენს შემთხვევაში რა არის პატივმოყვარეობის საგანი...

1. თუკი პირველად ქალი დაინახეთ

თქვენ გარეგნულ, ფიზიკურ მონაცემებზე ყურადღების მიქცევა გჩვევიათ. საკუთარი თავის სხვებთან შედარება თავდაჯერებულობას გმატებთ, თუმცა გულის სიღრმეში ხვდებით, რომ ზედაპირული თვისებები ნაკლებად მნიშვნელოვანია.


2. თუკი პირველად მდინარე დაინახეთ

საკუთარი სოციალური მდგომარეობით მედიდურობას ცდილობთ. თქვენთვის ყოველი ადამიანის სოციალური მდგომარეობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მათი დამოკიდებულება თქვენ მიმართ. მიზნის დასახვა, მისი მიღწევა და ამით აღფრთოვანება მართლაც რაღაც დიდი რამაა - ოღონდ აუცილებლად ეგოიზმისა და პატივმოყვარეობის გარეშე.


3. თუ ხიდი დაინახეთ

თქვენ ცივი ადამიანი არ ბრძანდებით, მაგრამ სხვა ადამიანის ემოციების გაგების უნარი არ გაქვთ. გჯერათ, რომ თქვენი ემოციებია ყველაფრის მამოძრავებელი და ყველაფრის მომცველი. თუ გსურთ გარშემომყოფებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მათი პრობლემების მოსმენაც უნდა ისწავლოთ.


4. თუ ნავი დაინახეთ

გაზვიადებული ეგო გქონიათ. ცხოვრებაში წარმატებისა და ბედნიერების მისაღწევად ზოგჯერ თქვენი ეგო გვერდზე უნდა გადადოთ და სხვისი აზრი გაითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, თქვენ გადასარევი პიროვნება ბრძანდებით, მაგრამ სუპერგმირი ნამდვილად არ ხართ.

















წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა