თეგებით ძიება
15. 10. 2019 News-ები

ინდონეზიაში კაცი საკუთარი დაკრძალვიდან 7 საათში სახლში დაბრუნდა

ინდონეზიაში, სოფელ გესიკანში მცხოვრები კაცი, საკუთარი დაკრძალვის შემდეგ სახლში დაბრუნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყველაფერი კი ავტოსაგზაო შემთხვევამ განაპირობა. კაცის ცხედარი პოლიციამ და ახლობლებმა ვერ ამოიცნეს. თუმცა გარდაცვლილი ოჯახის წევრად ჩათვალეს, რადგან მათი ნათესავის მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

პოლიციამ კაცის ცხედარი ნათესავებს გადასცეს. კაცი დაკრძალეს, თუმცა შვიდი საათის შემდეგ სუნარტო სახლში დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ მან ნაცნობს ფული ესესხა და სანაცვლოდ მოტოციკლი დაუტოვა. გაირკვა, რომ სუნარტოს ნაცვლად ავტოავარიას ვარიმი ემსხვერპლა. მის ახლობლებს კაცის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ მიცვალებული არ გადაასვენონ და საფლავზე მხოლოდ წარწერა შეცვალონ.


წყარო: imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა