თეგებით ძიება
15. 10. 2019 News-ები

აშშ-ში კაცს შარდის ბუშტიდან ტყვია 18 წლის შემდეგ ამოუღეს

აშშ-ში ექიმებმა პაციენტს შარდის ბუშტიდან ტყვია 18 წლის შემდეგ ამოუღეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

2001 წელს კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლს. მას ტყვია შარდის ბუშტში მოხვდა, თუმცა მაშინ ქირურგებმა ჩათვალეს, რომ ოპერაციის ჩატარება საკმაოდ საშიში იყო. ექიმებმა მას კათეტერი ჩაუდგეს, 2 კვირის შემდეგ კი მას ტკივილები აღარ აწუხებდა.

დროთა განმავლობაში კაცს ტკივილები დაეწყო, რომელიც ბოლოს გაუსაძლისი გახდა. პაციენტმა ექიმებს მიმართა, რის შემდეგაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

წყარო: imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა