თეგებით ძიება
15. 10. 2019 News-ები

ტრამპი თურქეთს უმკაცრეს სანქციებს უწესებს- $100 მილიარდიანი სავაჭრო ხელშეკრულება უქმდება

დონალდ ტრამპმა TWITTER-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ თურქეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ აუცილებლად მიიღებს ზომებს და ძალიან მალე განიხილავს საკითხს ანკარისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებასთნ დაკავშირებით.

შეზღუდვები შეეხება ამჟამინდელ და ყოფილ თურქ მაღალჩინოსნებს. გამოქვეყნებული წერილის თანახმად, დგინდება რომ ამერიკა წყვეტს თურქეთთან ყოველგვარ მოლაპარაკებას 100 მილიარდი $-ის ღირებულების სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებაზე. სანქციების საფუძველზე თურქულ ფოლადზეც წესდება სანქციები , რომლის თანახმადაც ტარიფის ფასი 50 %-ით იზრდება.

ტრამპის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალები სირიიდან გამოდიან, ახლო აღმოსაველთში სხვა ლოკაციაზე გადაინაცვლებენ, რათა რეგიონში მიმდინარე სიტუაციას დააკვირდნენ.

მისი თქმით, თურქეთის მილიტარისტული კამპანია სირიაში მშვიდობიან მოქალაქეებს საფრთხეში აგდებს და რეგიონის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს.












წყარო:newposts.ge















თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა