თეგებით ძიება
15. 10. 2019 News-ები

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ ყოველი დილა შვრიის ფაფით

უკვე 2000 წელზე მეტია, რაც კაცობრიობისთვის შვრიის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ კარგად არის ცნობილი. ეს პროდუქტი წარმოადგენს სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს, მას აქვს დადებითი გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, საჭმლის მონელების პროცესზე, შარდ-სასქესო სისტემაზე, კანის მდგომარეობაზე და ა.შ.

თუ სხეულის ბოლომდე გაწმენდა, კუჭისა და ნაწლავების მუშაობის გამართვა, შაქრის დონის დარეგულირება და გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება გსურთ, ყოველი დილა აუცილებლად დაიწყეთ შვრიის ფაფით. ის საუკეთესო საუზმეა, რომელსაც ძალიან დადაბითი გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე.

რატომ უნდა დავიწყოთ დღე შვრიის ფაფით?


1. გაიწმენდთ სხეულს ტოქსინებისგან

შვრია გაწმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან. როგორც მოგეხსენებათ, ეს პროდუქტი წარმოადგენს უჯრედისის საკმაოდ დიდ წყაროს, რომელიც გვაშორებს არტერიების კედლებზე დაგროვებულ ცხიმოვან ფენებს.

შვრიის რეგულარული მირთმევით თქვენ შეიმცირებთ ქოლესტერინის დონეს და დაიცავთ თავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებისგან.

2. შეიმცირებთ შაქრის დონეს

შვრია განაპირობებს სისხლში შქრის დონის შემცირებას. თუ თქვენ მოცემული პრობლემის წინაშე დგახართ, აუცილებლად დაიწყეთ ყოველი დღე შვრიის ფაფით.

3. გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას

რეგულარულად შვრიის მირთმევით თქვენ შეძლებთ საჭმლის მონელების პროცესების გაუმჯობესებას და ყაბზობის თავიდან არიდებას.

4. შეიმცირებთ კიბოს განვითარების რისკს

შვრია თავიდან გვარიდებს კიბოს, რაც არაერთი სამედიცინო და სამეცნიერო კვლევით არის დადასტურებული. საკუთარი უნიკალური შემადგენლობის ხარჯზე, ეს პროდუქტი იცავს ჩვენს ორგანიზმს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარებისგან.

ყოველ დილას შვრიის ფაფის მირთმევით სარძევე ჯირკვლებისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი მთელი 10%-ით მცირდება.

5. გაგიუმჯობესებთ გულის ჯანმრთელობას

შვრია ძალიან სასარგებლოა გულის კუნთისთვის. ეს პროდუქტი გამოირჩევა ომეგა 3-ის ცხიმოვანი მავებისა და ლინოლენის მჟავის საკმაოდ მაღალი შემცველობით – ორივე ნივთერება ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს და აძლიერებს ჩვენს გულს.

6. დაგიმშვიდებთ ნერვებს

შვრია ძალზედ სასარგებლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. საქმე იმაშია, რომ მოცემული პროდუქტი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც წარმოადგენს აუცილებელ კომპონენტებს ჩვენი ნერვული სისტემის სწორი და სრულფასოვანი მუშაობისთვის.

7. გაგიძლიერებთ ძვლებს

შვრია გვეხმარება ოსტეოპოროზის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს სასარგებლო ფაფა შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით კალციუმს, რომელიც თავიდან გვარიდებს ორგანიზმის დემინერალიზაციას და აძლიერებს ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს.

8. შეგიწყობთ ხელს წონის დაკლებაში

შვრიის რეგულარულად მირთმევა ხელს გვიწყობს ჭარბი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში. თუ ამ ფაფით ყოველ დილას ისაუზმებთ, შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარეგულირებას, ორგანიზმის მომარაგებას სასარგებლო ნივთიერებებით და სინაყრის შეგრძნების ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას.

9. იგრძნობთ ენერგიისა და ძალების მოზღვავებას

შვრია – ენერგიის ძალიან დიდი წყარო. თუ დილას ამ პროდუქტით დაიწყებთ, დამუხტავთ ორგანიზმს ენერგიით, რომელიც მთელი დღე გეყოფათ. განსაკუთრებით სასარგებლოა შვრია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გონებით შრომა უწევთ.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ მართლაც რამდენად სასარგებლო პროდუქტია შვრია. დაიწყეთ დილა სწორედ შვრიის ფაფით, რათა მიიღოთ სტატიაში ნახსენები ყველა უპირატესობა.

იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!











წყარო: martivad.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა