თეგებით ძიება
15. 10. 2019 News-ები

დავით ქაცარავა: ოკუპანტები ყობისკენ დაიძრნენ, დღის ბოლომდე კიდევ ერთ სოფელს მიიერთებენ

სასწრაფოდ ჩაერთეთ ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავროები, უბრალო მოქალაქეები ოკუპაციის პროცესის შესაჩერებლად!
ანტიოკუპაციური მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიერი დავით ქაცარავა ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც ჩანს, რომ ჩორჩანის ტყის ოკუპირებული ნაწილიდან ოკუპანტევბმა გზის გაყვანა სოფელ ყობის მიმართულებით გააგრძელეს. ყობი ამ დროისთვის ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფელია, თუმცა, დავით ქაცარავას ვარაუდით, ის დღის ბოლომდე მოექცევა ახალი საოკუპაციო ხაზის მიღმა.
დავით ქაცარავა საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, მშვიდობიანი ხერხებით გააპროტესტოს მცოცავი ანექსიის კიდევ ერთი ფაქტი:

"სამწუხაროდ, ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზებიდან, უარესი გამართლდა: ოკუპანტები დაიძრნენ ყობისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით დღეს, დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით. გენადი ბოსიკოვი, ხაშურის რაიონის სოფელ ყობის ერთადერთი და უკანასკნელი მაცხოვრებელი გადაიქცევა ორკების მძევლად, ან ახალ დევნილად. ასევე გამოჩნდნენ ყობის მიმდებარედ პოლიციელები.

სასწრაფოდ ჩაერთეთ ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავროები, უბრალო მოქალაქეები ოკუპაციის პროცესის შესაჩერებლად!

მარტო ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ს გვბლოკავს ხელისუფლება, ერთად ვერ შეგვაჩერებენ!.სასწრაფოდ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ხერხი, კონტაქტი და მშვიდობიანად დავდგეთ ჩვენი მიწების დასაცავად!" - წერს დავით ქაცარავა თავის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, მანამდე დავით ქაცარავა წერდა, რომ 15 ოქტომბერს ოკუპანტებმა სამუშაოები დილიდან არ დაიწყეს და ორი არჩევანი ჰქონდათ: ტყეში გაჭრილი გზა ან მარჯვნივ, ოკუპირებული წნელისისკენ გაეგრძელებინათ, ან მარცხნივ, სოფელ ყობისკენ დაძრულიყვნენ, რაც ნიშნავდა, რომ მალე დოილომიტის საბადოს მიადგებოდნენ.













წყარო:newposts.ge





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა