თეგებით ძიება
15. 10. 2019 News-ები

"არა კაპიტულაციას"- კიევში აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტი ზელენსკის გადაწყვეტილება გააპროტესტეს

კიევში აქცია გაიმართა, სადაც უკრაინელებმა აღმოსავლეთ რეგიონისთვის ზელენსკის მიერ სპეციალური სტატუსის მინიჭებაზგააპროტესტეს. ისინი უკრაინის პრეზიდენტისგან მოითხოვენ ომის გაგრძელებას გამარჯვებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოუწოდებენ მას, დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა.

Unian-ის ინფორმაციით, რამდენიმე საათის განმავლობაში საპროტესტო მარშის ორგანიზატორები და რუსეთ-უკრაინის ომის ვეტერანები გამოვიდნენ სცენაზე და მოუწოდეს პრეზიდენტს არ დაეთანხმოს კაპიტულაციის აქტს ოკუპანტთან.

ერთ-ერთ ომის მონაწილეს განხადებით, ზელენსკიმ იმ დაღუპული ჯარისკაცების დედებს უნდა ჩახედოს თვალებში, სანამ ამ მოღალატოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს ფრონტის ხაზიდან არმიის გამოყვანასთან დაკავშირებით.

ისტორიკოსისა და ტელეწამყვანის, ვიტალი გაიდუკევიჩის განცხადებით, „შტაინმაირის ფორმულა“ დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ ანალოგიაა 1938 წლის მიუნხენის კონფერენციის, როდესაც ბრიტანეთის პრეზიდენტმა ადოლფ ჰიტლერთან გააფორმა ხელშეკრულება, რითაც ნაცისტურ გერმანიას მიეცა უფლება მოეხდინა ჩეხეთის ერთ-ერთი რეგიონის, სუდეტის ოლქის ოკუპაცია.













წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა