თეგებით ძიება
15. 10. 2019 News-ები

"ოცნება" 60% და "ნაციონალური მოძრაობა" 20% - ირაკლი კობახიძის 2020 არჩევნების პროგნოზი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, აცხადებს, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 60 %-ს მიიღებს.

ჟურნალისტების კითხვაზე თუ რაზე დაყრდნობით აკეთებდა ის აღნიშნულ ვარაუდს კობახიძემ უპასუხა, რომ პროგნოზებს ყოველთვის აკეთებდა და არასდროს არ შემცდარა.

"რაც შეეხება 45%-ს, ეს იყო და არის მარტივი არითმეტიკა, რომელიც გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას თუ რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციის ფორმირება. ჩვენ ვიცით როგორია სპექტრი, რომელიც ჩვენი ვარაუდით 2020 წლის არჩევნებამდე დიდად არ შეიცვლება. არსებული სპექტრის პირობებში გამარჯვებულმა პარტიამ დაახლოებით 45% მაინც უნდა მიიღოს იმისთვის, რომ კოალიცია შედგეს. გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს “ქართული ოცნება” იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი 45% არ არის. მე ვფიქრობ რეალური სურათი რაც შეიქმნება არის: 60, 20, 20.

60% ქართული ოცნება, 20% ნაცმოძრაობა თავისი ევროპული საქართველოთი და 20% დანარჩენი ოპოზიცია. პროგნოზებს ყოველთვის ვაკეთებდი ხოლმე და არსებითად არ შევმცდარვარ" - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.














წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა