თეგებით ძიება
15. 10. 2019 News-ები

რამდენიმე დღე-ღამეში თქვენ მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო პროდუქტს მიიღებთ. მოამზადეთ ქილები

დამჟავებული რძის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანზმზე კოლოსალურია! გამოჩენილი რუსი ბიოლოგი, ილია მეჩნიკოვი მას ჯანმრთელობის ელექსირს უწოდებდა. სწორედ მისი სამეცნიერო კვლევების შემდეგ გახდა ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის დამჟავებული რძის ძალიან სასარგებლო გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ეს დიეტური პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ჰიპერტონია და ჭარბი წონა აწუხებს. მსხვილი ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის აღდგენა – დამატებითი ბონუსი, რომელსაც ამ პროდუქტის რეგულარულად მირთმევის შედეგად მიიღებთ.

როგორ დავამჟავოთ რძე
ინგრედიენტები:


800 მლ ნატურალური რძე
2 ს.კ. ნატურალური არაჟანი
ინსტრუქცია:

ჩაასხით რძე ღრმა ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე.
მდუღარე რძეს მიეცით დრო ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად.
ანადუღარ და გაგრილებულ რძეში ჩაამატეთ არაჟნი და კარგად გადაურიეთ.
ქვაბს დააფარეთ თავსახური, შეფუთეთ თბილი ქსოვილით და დააყოვნეთ თბილ ადგილას რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში.
რამდენიმე დღის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მიირთვათ დამჟავებული რძე, რომელსაც ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ მას დილას, საუზმეზე შავ პურთან ერთად მიირთმევთ.

ასე თქვენ შეძლებთ მსხვილი ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის აღდგენას, საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მკურნალობასა და პრევენციას, წონის დაკლებას, ზედმეტი ცხიმოვანი ფენების მოშორებას და ა.შ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!














წყარო: martivad.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა