თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისთვის, საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისა და განათლების სფეროს, წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, 16 ოქტომბერს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება ორი ახალი გამოცემის - წიგნიერების (PIRLS) და აგრეთვე, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების (TIMSS) საერთაშორისო კვლევების ფარგლებში გამოქვეყნებული ტესტური დავალებების კრებულების პრეზენტაცია.

PIRLS ტესტური დავალებების კრებული - დაეხმარება მასწავლებლებს, უკეთესად გაეცნონ საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი ტექსტებისა და მათი თანმხლები ტესტური დავალებების ფორმატსა და შინაარსს, გაიღრმავონ ცოდნა და თავად გაუჩნდეთ ახალი იდეები განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების პროცესის დახვეწისათვის.

კრებულში თავმოყრილი მასალის გაცნობა და გაანალიზება დაეხმარება მასწავლებლებს, უფრო მიზანმიმართულად დაგეგმონ კითხვის უნარების განვითარებაზე ორიენტირებული საკლასო აქტივობები და ყურადღება გაამახვილონ არსებით ასპექტებზე კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობისას.

პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ, ნიმუშად მოტანილი დავალებები გამოიყენონ, როგორც მზა მოდელი სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე სამუშაოდ. კრებულისათვის შერჩეულ სანიმუშო ტექსტებს თან ერთვის სწორი პასუხების ცხრილი და შეფასების ინსტრუქციები.

TIMSS მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებისათვის გამოქვეყნებული დავალებების კრებული - მიზნად ისახავს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ეფექტიანი სწავლა-სწავლებისა და საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

კრებული დაეხმარება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, უკეთ გაეცნონ საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ ტესტური დავალებების ფორმატსა და შინაარსს, ივარჯიშონ მათ გამოყენებაში, გადაამოწმონ და გაიღრმავონ ცოდნა. კრებულისათვის შერჩეულ დავალებებს თან ახლავს სწორი პასუხებიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიერ მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოების, დავალებების კრებულებისა და კვლევების ანგარიშების პრეზენტაციები მომავალშიც იგეგმება.


წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა