თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

"სირიაში სამხედრო ოპერაცია არ შეწყდება, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევთ" - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდების შესრულებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ისინი ახდენენ ზეწოლას ჩვენზე, რათა შევაჩეროთ სამხედრო ოპერაცია, აცხადებენ, რომ აპირებენ სანქციების დაწესებას. ჩვენი მიზანი ნათელია-ვერანაირი სანქციები ვერ შეგვაშინებს. პირველ რიგში, სირიელი დევნილების ეტაპობრივ დაბრუნებას ვუზრუნველვყოფთ საკუთარ სახლებში. ჩვენ ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, პირიქით ჩვენი მიზანი მათ განადგურება და მშვიდობის დამყარებაა“. ,- განაცხადა ერდოღანმა მედიასთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღნიშნული რთული ვითარების ფონზე თურქეთს 17 ოქტომბერს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევიან

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა