თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ფრანგ დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ვერ ხერხდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგებსა და ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა