თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

სექსუალური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა გორში - 20 წლის ბიჭმა 16 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა

გორში მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, 20 წლის მამაკაცი 16 წლის გოგონას ქუჩაში აედევნა და ერთ-ერთ სადარბაზოში მისი გაუპატიურება სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული ტ.ც., სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით მტკიცებით, ბრალდებული ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არასრულწლოვან გოგონას შეჰყვა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო:presa.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა