თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

"ივანიშვილი დაკავებული იყო და არის შავი ფულის რეცხვით"- ნიკა მელია

ივანიშვილის მიერ ფულის სავარაუდო გათეთრების სკანდალური საქმე და პოლიტიკური შეფასებები.
"ბიძინა ივანიშვილმა შავ ზღვაში მოკლა ქართული ოცნება" - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მალია.

პარლამეტარს არ აქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა საქმეს ობიექტურად გამოიძიებს, ამიტომ ენმ-ს ლიდერი აცხადებს, რომ სრულყოფილი გამოძიება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხდება.
მელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ყველა ის პირი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, პირდაპირ ეთერში უნდა დაიკითხოს, რომლებიც ფულის გათეთრების საქმეში ჩართული იყო.
ნიკა მელიას თქმითვე, ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვინც საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დასამარებაში მიიღო მონაწილეობა.
"ბიძინა ივანიშვილის ხელით, რუსეთმა მოახერხა და აისრულა რუსული ოცნება, რომელიც ანაკლიის პორტის არაშენებას გულისხმობს.
გაირკვა, რომ ივანიშვილი არამხოლოდ უზურპატორია, ის მდიდრდებოდა ხალხის ხარჯზე და იყო და არის დაკავებული შავი ფულის რეცხვით, თავის პარტნიორებთან ერთად, მათ შორის კალაძესთან.
არ უნდა ველოდოთ, რომ ივანიშვილი საკუთარი თავის წინააღმდეგ რამეს გამოიძიებს. როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, საჯაროდ, მთელი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად, უნდა მოხდეს ამ საკითხის გარკვევა, პირდაპირ ეთრში, საგამოძიებო კომიტეტის ფარგლებში"- ამბობს მელია.
როგორც ირკვევა „პროგრეს ბანკში“ 22% ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, 78% კი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის უკანაც რუსეთში ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი ილია გავრილოვი იდგა.
არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ფულის გათეთრებაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა და საკუთარი შავი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემას ცდილობდა. ეროვნულმა ბანკმა კი ეს ინფორმაცია დამალა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა