თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

დავით მუმლაძის გატაცებისა და მკვლელობის დღემდე უცნობი დეტალები

35 წლის დავით მუმლაძის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობის შესახებ საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი დეტალები ხდება. "პრაიმტაიმის" წყაროს ინფორმაციით, 1-ელ ოქტომბერს, როდესაც დავით მუმლაძე სახლიდან გავიდა, ხოლო 5 ოქტომბერს მისი ცხედარი, რომელსაც 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა, მდინარე მტკვარმა გამორიყა.

"პრაიმტაიმმა" მოიპოვა საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, დავით მუმლაძის მეგობრის - გიორგი გეთაშვილის ორი ჩვენება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს რადიკალურად ეწინააღმდეგება. გამოძიებას გეთაშვილმა პირველი ჩვენება 4 ოქტომბერს მისცა, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მუმლაძეს ახლობლები და სამართალდამცველები ეძებდნენ.

ცხედრის აღმოჩენამდე გარდაცვლილის მეგობარი გამოძიებას არწმუნებდა, რომ 1-ელ ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე დავით მუმლაძე გლდანის ტერიტორიაზე დატოვა ისე, რომ არაფერი იცოდა, თუ სად, ან ვისთან აპირებდა ის წასვლას.

„დაახლოებით 20:00 საათისთვის მე მას დავურეკე ტელეფონზე. მივედი მის საცხოვრებელ კორპუსთან, რათა მისთვის გამომერთმია „დიაზეპამის“ აბები. ის მალევე ჩამოვიდა, ავტომობილში ჩამიჯდა და მითხრა, გლდანში გამეყვანა. ამასთანავე, მომცა ოთხი აბი „დიაზეპამი“ და ორი აბი ეპილეფსინი, რომელზეც ვიცოდი, რომ იყო ძლიერმოქმედი და არც კი მიმიღია. გლდანისკენ მიმავალ გზაზე საერთო არაფერზე გვისაუბრია. მისივე მითითებით მივედით გლდანში, მესამე მიკრორაიონის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. გაჩერებისთანავე ის გადავიდა ავტომობილიდან, დამემშვიდობა, თუმცა არაფერი უთქვამს სად, ან ვისთან მიდიოდა და რა განზრახვა ჰქონდა. ამის შემდეგ მე დავითი აღარ მინახავს და არც ტელეფონზე მისაუბრია მასთან, ხოლო დილით, ჩვენი საერთო მეგობრისგან, რეზოსგან გავიგე, რომ ღამით სახლში არ ყოფილა, იმ დრომდე არ ჩანდა და ეძებდნენ. დღემდე არ ვიცი დავითი სად არის და მასთან ასევე არავითარი სახის კონტაქტი არ მქონია. ჰყავს თუ არა მას ვინმე ნაცნობი, ან მეგობარი გლდანის მესამე მიკროში ჩემთვის უცნობია. სხვა დასამატებელი არაფერი გამაჩნია“, - ვკითხულობთ გიორგი გეთაშვილის პირველ ჩვენებაში, რომელიც გამოძიებას დავით მუმლაძის ცხედრის აღმოჩენამდე მისცა.

აღმოჩნდა, რომ მან გამოძიებას პირველად ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, რადგან მას შემდეგ, რაც მტკვარმა დავით მუმლაძის ცხედარი გამორიყა და დადასტურდა, რომ ის სასტიკი მეთოდით იყო მოკლული, გეთაშვილმა ჩვენება შეცვალა და გამოძიებას წვრილად უამბო არამხოლოდ ის, თუ როგორ აღმოჩნდა ჩართული საკუთარი მეგობრის გატაცების საქმეში, რომელიც მოგვიანებით მკვლელობით დასრულდა, არამედ მან სამართალდამცველებს საქმის ყველა ფიგურანტის შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის ის, თუ რატომ და როგორ გადაიკეთეს სახელი და გვარები განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა პირებმა. აღმოჩნდა, რომ ისინი გეთაშვილის ახლო მეგობრები იყვნენ, გატაცების ორგანიზებაში კი პოლიციელების კვალი გამოიკვეთა.

რატომ ალაპარაკდა გიორგი გეთაშვილი? ამ კითხვას ის პასუხს ხელახალი დაკითხვის დროს სცემს, სადაც ამბობს, რომ ცხედრის აღმოჩენის შემდეგ შეეშინდა, რომ მეგობრის მკვლელობა მას დაბრალდებოდა. ჩვენებაში გეთაშვილი იმასაც იხსენებს, რომ მკვლელობაში ბრალდებულების გარდა, სახელი და გვარი შეცვლილი ჰქონდა თავად გარდაცვლილსაც, რომელსაც წარსულში ზურაბ დადეშელით იცნობდნენ.

„ჩემს მეგობარს ზურაბ ჯღარკავას ჰყავს ცოლის ძმა დავით მიროტაძე, რომელიც მუშაობს რუსთავის პოლიციაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, ზურაბ ჯღარკავას და მის ოჯახს დავით მუმლაძესთან ჰქონდა კონფლიქტური სიტუაცია. როგორც ვიცი, ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში, მათ შორის ბოლო დროსაც, თუმცა ხალხმა იცოდა რომ იყვნენ შერიგებულები. მე დეტალები არ ვიცი, თუ რასთან დაკავშირებით ჰქონდათ მათ კონფლიქტი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მე ძალიან ხშირად ვხვდებოდი, როგორც დავით მიროტაძეს და ასევე, ძალიან ხშირი ურთიერთობა მქონდა დავით მუმლაძესთან. დავით მიროტაძე სიტემატიურად მეუბნებოდა, რომ უნდა დავით მუმლაძის დაჭერა და როგორც საუბარში ირკვეოდა ეს უკავშირდებოდა ზურაბ ჯღაკავას და დავით მუმლაძის კონფლიქტს. აღნიშნულის გამო დავით მიროტაძეს სურდა დავით მუმლაძის დაჭერა. გარკვეული პერიოდის წინ, დავით მიროტაძემ მითხრა, რომ, როგორც მისთვის ცნობილი იყო დავით მუმლაძე დადიოდა ცეცხლსასროლი იარაღით და მომთხოვა, რომ იგი უნდა დაეჭირა ჩემი დახმარებით ამ იარაღთან ერთად“, - ყვება მეორე ჩვენებაში გიორგი გეთაშვილი.

დაკითხვის დროს მან გამოძიებას მოუყვა, როგორ დაიგეგმა რამდენიმე საათით ადრე დავით მუმლაძის სახლიდან მოტყუებით გამოყვანა და მისი გატაცება. ჩვენების მიხედვით, შეხვედრას ბახტრიონის ქუჩაზე გიორგი გეთაშვილი, დავით მიროტაძე და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ასათიანი ესწრებოდნენ.

„საბოლოოდ შევთანხმდით, რომ საღამოს მე უნდა დამერეკა დავით მუმლაძისთვის, გამომეყვანა სახლიდან და სადმე შემთხვევით გავაჩერებდი მანქანას, რა დროსაც ვითომ შემთხვევით მოვიდოდნენ ჩვენთან პოლიციის თანამშრომლები, ანუ დავით მიროტაძე და მისი თანმხლები ორი პოლიციელი, რომლებიც დააკავებდნენ დავით მუმლაძეს და წაიყვანდნენ“.

ჩვენებით ირკვევა, რომ ამ შეხვედრიდან მალევე გიორგი გეთაშვილი საკუთარი ავტომობილით დაიძრა მუხიანის მიმართულებით, დავით მუმლაძის საცხოვრებელი სახლისკენ.

„მე ჩემი კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის X6 მოდელის მანქანით წავედი მუხიანში დავით მუმლაძის საცხოვრებელი სახლისკენ. როდესაც მე მივედი დავით მუმლაძის სახლთან იქნებოდა დაახლოებით 20:00 საათი, ჩემი ტელეფონიდან დავურეკე დავით მუმლაძეს, ვუთხარი ჩამოსულიყო ეზოში და ჩემთვის „დიაზეპამი“ გადმოეცა. რამდენიმე წუთში იგი მართლაც ჩამოვიდა ეზოში, ჩაჯდა ჩემი ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე, რის შემდეგ მან გადმომცა „დიაზეპამი“ და დავიწყეთ მოძრაობა. მე უმისამართოდ მივდიოდი გლდანის მიმართულებით, რა დროსაც გლდანში, დაახლოებით 39-ე სკოლასთან დავინახე ზემოაღნიშნული „ბმვ“, სადაც ისხდნენ დავით მიროტაძე და მისი ორი კოლეგა.

გლადნის მე-3 მიკრ. რაიონის დასაწყისში პირველი კორპუსის უკან, შემიძლია ადგილი გაჩვენოთ, მე გავაჩერე ავტომანქანა, რა დროსაც გაჩერებისთანავე უკან მომადგა ზემოაღნიშნული „ბმვ“, საიდანაც გადმოვიდა სამივე პირი, მათ შორის დავით მიროტაძე. სამივე მათგანს ეცვა პოლიციის ფორმები. მათ დაიწყეს ყვირილი შსს-ს წარმომადგენლები ვართო, არ გაინძრეთო, რის შემდეგ ხელი მოჰკიდეს დავით მუმლაძეს, შორტიკიდან ამოუღეს პისტოლეტი, დაადეს ხელბორკილები, რის შემდეგ ფაქტიურად ძალის გამოყენებით ჩასვეს „ბმვ“-ში, ხოლო მე მითხრეს აქედან წადიო, რის შემდეგ მე ხსენებული ადგილი დავტოვე და წავედი გლდანის მეტროს მიმართულებით“.

ჩვენებაში გიორგი გეთაშვილის იხსენებს, რომ მეგობრის გატაცებაში თანამონაწილეობის შემდეგ გლდანის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს სტუმრობდა, მათ შორის ლომბარდს და ტოტალიზატორს. მისი თქმით, ამ ფაქტის შემდეგ დავით მუმლაძესთან კონტაქტი აღარ ჰქონია.

„მე დამირეკა ჩემმა მეგობარმა რეზო ბლიაძემ, რომელიც არის ასევე დავით მუმლაძის მეგობარი და მითხრა, რომ დავით მუმლაძე სახლში არ მისულა და ხომ არ იცი სად არისო. მე ვუთხარი, არ ვიცი-თქო“, - იხსენებს გატაცების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გიორგი გეთაშვილი.

მისივე თქმით, მუმლაძის გაუჩინარების შემდეგ ის დაიბარეს გლდანის პოლიციაში, ვინაიდან ბოლო სატელეფონო ზარი სწორედ მასთან იყო განხორციელებული.

„პოლიციაში მითხრეს - როგორც ჩვენთვის ცნობილია დავით მუმლაძე ბოლოს შენ ნახეო. მე ვუთხარი ოფიციალური ჩვენების სახით, 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს საღამოს 20:00 საათზე ნამდვილად ვნახე იგი, დავტოვე გლდანში და წავედი ჩემს პირად საქმეზეთქო, თუმცა გლდანის პოლიციისთვის არ მითქვამს რეალურად რა ხდებოდა“.

გეთაშვილმა დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ დავით მუმლაძის სახლში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც ოჯახს აცნობეს, რომ დავითი ქალაქ რუსთავში მოკლული იპოვეს.

როგორ განვითარდა მოვლენები გლდანის მე-3 მიკრორაიონიდან დავით მუმლაძის გატაცების შემდეგ.... პოლიციელ დავით მიროტაძის ჩვენებით ირკვევა, რომ მათ ბორკილდადებული მუმლაძე რუსთავში წაიყვანეს და მის სიძეს, ზურაბ ჯღარკავას გადასცეს. ჯღარკავამ კი მეგობართან, გიორგი ასათიანთან ერთად მუმლაძე სიცოცხლეს გამოასალმა.

ჩვენებაში მიროტაძე ყვება, რომ მან არ იცოდა, დავით მუმლაძეს მკვლელობას თუ უპირებდნენ - „მეგონა ერთს წამოარტყამდნენ და ჭკუაზე მოიყვანდნენ“ - ამბობს გატაცებაში ბრალდებული პოლიციელი. მისივე ინფორმაციით, მან მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 4 ოქტომბერს, საკუთარი სიძისგან - ზურაბ ჯღარკავასგან გაიგო, ხოლო 5 ოქტომბერს ცხედარი უკვე მტკვარმაც გამორიყა. მიროტაძე ჩვენებაში იმასაც ყვება, როგორ იგეგმებოდა მუმლაძის გატაცება, რომელსაც მის სიძესთან - ზურან ჯღარკავასთან დიდხნიანი კონფლიქტი ჰქონდა:

„2019 წლის 30 სექტემბერს ჩემთან სტუმრად იყო მოსული ჩემი სიძე ზურაბ ჯღარკავა, რომელმაც მითხრა, რომ მისი მეგობარი გიორგი გეთაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში შეიხვედრებდა დავით მუმლაძეს და ამ დღეს უნდა გვემოქმედა ჩვენც. შეხვედრის ადგილს თავად გიორგი გეთაშვილი გვეტყოდა“, - ყვება ბრალდებული პოლიციელი დაკითხვის დროს.

წყარო:alia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა