თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

"გადაწყვეტილება ხელშეკრულების არშეწყვეტასთან დაკავშირებით მისასალმებელია" - ანაკლიის კორსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორი ლევან ახველდიანი მაია ცქიტიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ხელშეკრულების არშეწყვეტასთან დაკავშირებით მისასალმებელია.

"გადაწყვეტილება ხელშეკრულების არშეწყვეტასთან დაკავშირებით არის მისასალმებელი. ჩვენ ჩვენი პოზიცია და ზოგადად კომპანიის და პროექტის სტატუსი გუშინ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ. ჩვენ ვინარჩუნებთ ამ პოზიციას ჯერჯერობით და ვთვლით, რომ არის კონკრეტული დაბრკოლებები პროექტის მიმდინარეობის პროცესში, რომელიც არის ერთობლივი ძალებით გადასალახი და გადასაწყვეტი. ახლა არის საჭირო, რომ ორივე მხარე მათ შორის მთავრობა ერთობლივი ძალისხმევით დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის საკითხი, რომელიც არის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება გაგრძელებული პარტნიორული დამოკიდებულებით და პარტნიორული ნაბიჯებით განპირობებული" - აღნიშნა ახვლედიანმა.
წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა