თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

"სად იყო შავი ფული, რომ გათეთრებულიყო?"- მდინარაძე

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ფულის გათეთრება და მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადებებია საკანონმდებლო ორგანოში განხილვის მთავარი თემა.
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ ფულის გათეთრების შესახებ მეტ მტკიცებულებას ითხოვს და მამუკა ხაზარაძეს თავს ესხმის.
"ფულის გათეთრება არასწორი ტერმინია და ბევრს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. სად იყო შავი ფული, რომ გათეთრებულიყო?"- აცხადებს მდინარაძე.
მისი თქმით, ხაზარაძის ბრალთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანო საუბრობს, ივანიშვილთან მიმართებით კი მსგავსი ფაქტი არ ყოფილა:
"კონკრეტული ბრალი ვიცით, მაგალითად ის რომ 17 მილიონი ვიღაცამ გაიტანა ბანკიდან, მერე რაღაც ობშორებში მოხვდა ეს თანხა. მერე არ შესრულდა ვალდებულებები, არ დააბრუნეს. ანუ 17 მილიონი სადღაც გაქრა და არდაბრუნება მოხდა. აქ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზეა საუბარი. თუ ვინმე მეტყვის სად და რაში გამოიხატებოდა მეორე შემთხვევა... რამე კონკრეტული დაასახელოს, რომ სერიოზულად ვისაუბროთ ამ თემაზე. ტყუილსაც კი ვერ იფიქრებს ისე, რომ საკუთარი თავი არ დააზიანოს"- უთხრა მდინარაძემ მედიას.
"ქართული ოცხნების" წევრი "ლელოს" დამფუძნებლის განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილმა უთხრა, რომ "შავ ზღვაში ამერიკელებს რა უნდათო".
"ტყუილსაც კი, რომ თითქოს შავ ზღვაში ამერიკელებს რა უნდოდათო? სოციალურ ქსელში წერენ ადამიანები, სად იყო ამდენი ხანი, ახლა გაახსენდა, როცა დასჭირდა?!
ნახეთ ალბათ, ცქიტიშვილის განცხადება, ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მათ ამ პროექტის განხორციელებაში. სახელმწიფომ გააკეთა იმაზე მეტი, რაც ვალდებულება ჰქონდა. ხაზარაძემ კი არცერთი ნაკისრი ვალდებულება არცერთ ეტაპზე არ შეასრულა"- თქვა მდინარაძემ.
წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა