თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

"ხაზარაძეს ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური და გონებრივი შესაძლებლობები არა აქვს" - კახი კალაძე

თბილისის მერი კახი კალაძე, მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს და სიყალბეს უწოდებს.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს არანაირი ფინანსური და გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს, რომ "ანაკლიის კონსორციუმის" პროექტი განვირთარდეს.

"ეს ადამიანი დაადგა ისევ და ისევ სიყალბეს, სიცრუეს და ჭორაობას, რაც შეეხება ვადებს, მე მივესალმები გადაწყვეტილებას და ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველას დაუდასტუროს და დემონსტირება გააკეთოს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ პროექტის განხორციელება თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს, არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობა" - განაცხადა კახი კალაძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა