თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

შეურიეთ ასპირინში ლიმონის წვენი და წაისვით ქუსლებზე, რათა კანი ძალიან ნაზი და გლუვი გახდეს

აცეტილსალიცილის მჟავა, რომელიც ასპირინის სახელითაა ცნობილი, ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს უნივერსალური აბი დაგეხმარებათ უამრავი პრობლემის მოგვარებაში.

თუ რა შემთხვევაში, როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ასპირინი, ამის შესახებ დღეს დეტალურად გიამბობთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება!



ასპირინის გამოყენება
1. თუ გსურთ, თქვენს ყვავილებს გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე და სილამაზე, დაფქვით ასპირინის ერთი ან ორი აბი და ჩაამატეთ ის ლარნაკში.

2. ასპირინის დახმარებით შეგვიძლია მცენარეების ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება. უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, სოკოვანი დაავადებების მქონე ნიადაგი მარტივადაა შესაძლებელი, ასპირინით “განვკურნოთ”. ამისათვის, საკმარისია ერთ ლიტრ წყალში გავხსნათ ერთი აბი ასპირინი და დავასხათ პრობლემურ ნიადაგს.

3. იმისათვის, რომ ავტომობილის დამჯდარი ელემენტი (აკუმლატორი) ავამუშაოთ, საჭიროა, რომ დაბალი ტემპერატურის მქონე გამოხდილ წყალს შევურიოთ ერთი აბი ასპირინი. ის რეაქციაში შევა ელექტროლიტთან და ხანმოკლე დროით დამუხტავს მას, რაც საკმარისი იქნება მანქანის დასაქოქად.

4. ასპირინის დახმარებით შესაძლებელია ოფლის ლაქების მოშორება. დალაქავებული ადგილები მოათავსეთ ასპირინიან წყალში (2 აბი ნახევარ ჭიქა წყალში). გააჩერეთ სამი საათი და შემდეგ ფხვნილით გარეცხეთ.

5. წყლის და ასპირინის ნაზავი კურნავს აკნეს. მისი გამოყენებიდან 2-3 წუთში ასპირინი მოგაშორებთ სიწითლეს, თუ ასე არ მოხდება, გაიმეორეთ ეს პროცედურა. სიწითლის მოშორების შემდეგ სახე ჩამოიბანეთ საპნით.




6. გაუხეშებული ქუსლების სამკურნალოდ გამოიყენეთ ასპირინი. 5-6 აბი ასპირინი ძალიან წვრილად დაფქვით და ლიმონის წვენს შეურიეთ, ნახევარი ჩაის კოვზი საკმარისი იქნება. შემდეგ დაუმატეთ ცოტა წყალი. ნაზავი წაისვით ქუსლებზე და ხელსახოცით დაიფარეთ, გარედან კი პარკით შეიხვიეთ. 5-10 წუთის შემდეგ ქუსლები პემზის ქვით გაიხეხეთ.

7. თუ ძაღლმა გიკბინათ, ასპირინი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. წყალს დაუმატეთ 3 აბი ასპირინი და დაზიანებული ადგილი ჩამოიბანეთ.

8. ყველამ კარგად იცის, რომ მაგალითად აუზში, წყალში ქლორის მაღალი შემცველობაა, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს თმის ფერზე. თუ გსურთ, შეიცვალოთ თქვენი თმის ფერი, აუზზე ვიზიტის შემდეგ თმაზე წაისვით ასპირინის ხსნარი (გახსენით 6 აბი 1 ჭიქა წყალში), 15 წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

9. ასპირინის ნიღაბი. ჩვეულებრივ, სააფთიაქო ასპირინს შეუძლია ქიმიური ნიღბები შეგიცვალოთ. მშრალი კანის მქონე ადამიანები უნდა იყვნენ ფრთხილად, თუმცა ვისაც აქვს ცხიმიანი კანი და შავი წერტილები, დარწმუნდება ამ ნიღბის ეფექტურობაში. მისი რეგულარული, თუმცა ფრთხილი გამოყენება ხელს უწყობს აკნეს მოშორებას, ხელს უშლის ანთებას, ავიწროებს გაფართოებულ ფორებს, აგლუვებს ზედაპირულ ნაოჭებს.




კანის მდგომარეობიდან და მისი ტიპიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შეურიოთ ასპირინი არაჟანს ან თაფლს. ასპირინის 1-2 აბი შეურიეთ ერთ კოვზ არაჟანში და მიღებული მასა კარგად გადაინაწილეთ სახეზე. თაფლის შემთხვევაში, დაფქული აბი ჯერ უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობით წყალში და შემდეგ დავუმატოთ ის 1 ჩაის კოვზის ოდნეობით.

წაისვით ნიღაბი დაბანილ და ოდნავ ტენინან კანზე, გაიჩერეთ 5-10 წუთი. პირველი 2 წუთის განმავლობაში იკეთეთ კანის მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი და წაისვით დამატენიანებელი კრემი. სასურველ ეფექტს მიაღწევთ, თუ ამ პროცედურას კვირაში ორჯერ ჩაიტარებთ. ასპირინს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, რის გამოც ის თითქმის ყველა კოსმეტიკის შემადგენლობაშია. შეგიძლიათ მისი გამოყენება მაკიაჟის მოსაშორებლადაც, ამისათვის ასპირინი C ვიტამინით საუკეთესოა.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გამო, ის აუცილებლად იქნება ყველა თქვენგანის პირველადი დახმარების ჩანთაში.

აი, ასეთი სასწაულების მოხდენა შეუძლია ასპირინს. გაითვალისწინეთ, ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ ასპირინზე, იმპორტირებული ანალოგები არ დაგეხმარებათ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი არის ტრადიციული და, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გააკეთოთ დიდი სიფრთხილით.

თუ მოგეწონათ ინფორმაცია, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა