თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

სისხლიანი გარჩევა ავტოფარეხში - გლდანში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. სისხლიანი გარჩევა გლდანში რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ავტოფარეხში მოხდა.
დაჭრილი ახალგაზრდები, მეგობრები თორნიკე პაპავა და გიორგი დოლაკაშვილი არიან. არსებული ინფორმაციით, ინცინდენტის დღეს ორივე მათგანი მეგობართან იმყოფებოდა, რა დროსაც სხვა პირთან მოუხდათ შეკამათება.

პაპავას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება დოლაკიშვილის წინასწარი ინფორმაციით, მას ჩაქუჩი დაარტყეს. მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო, ამიტომ ახალგაზრდა მედიკოსებმა პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

რაც შეეხება თორნიკე მას პაპავას მუცლის ღრუს და გულმკერდის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე სამი პირია დაკავებული.

გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა